Areanapoli-მ "ნაპოლის" 28 წლის ბელგიელი საყრდენი ნახევარმცველის, ლეანდერ დენდონკერის შესახებ წერილი გამოაქვეყნა, გაკვირვებით აღნიშნა, რომ ფეხბურთელი, რომელიც თითქმის ყოველთვის სათადარიგოთა სკამზე ზის, ხვიჩა კვარაცხელიაზე გაცილებით დიდ გასამრჯელოს იღებს და ეს გამოცანად რჩება.
დენდონკერს "ასტონ ვილაში" თამაში იშვიათად უწევდა, "ნაპოლიში" იჯარით გაუშვეს, სადაც სტანისლავ ლობოტკას დუბლიორი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ჯერ მხოლოდ სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა და სამივეჯერ შეხვედრის დასასრულს შეცვლაზე შევიდა.
დენდონკერი ექვსთვიანი იჯარის პერიოდში დაახლოებით 2.2 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, რაც კვარაცხელიას წლიურ ანაზღაურებაზე, 1.4 მილიონზე, გაცილებით მეტია.
"ნაპოლის" ზაფხულში ბირმინგემული კლუბისგან დენდონკერის 9
მილიონად გამოსყიდვა შეუძლია.
ქართველს არ აქვს ფასი, ჯუღელი არაფერშუაშია.
ეგ კი არა არც ყიდულობდენ ქართველს იმდენად ქონდა იმიჯი შელახული.
ეს მცირედით გამოასწორა თავად კვარაცხელიამ, ხო ნახეთ რამდენი ქართველის ტრანსფერი შედგა იტალიაში, მაგის გადასვლის შემდგომ