"თავმდაბალი და მისაბაძი უნდა ვიყო" - კვარაცხელია Adidas-ის სახე გახდა და ინტერვიუ მისცა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ "ადიდასთან" კონტრაქტი გააფორმა, ამ კომპანიის სახე გახდა და ინტერვიუ მისცა.

- ბუცები ფანტასტიკურია. Adidas Predator-ი ზიდანსა და სხვა დიად ფეხბურთელებს მაგონებს, რომლებიც ამ ბუცებით თამაშობდნენ. ეს ჩემთვის დიდი პატივია.

- წარმოიდგენდით, რომ "ადიდასის" სახე გახდებოდით?
- ვერასოდეს. თუმცა, ვოცნებობდი, ვინაიდან მსოფლიოში საუკეთესო ბრენდია. ეს სიამაყის განცდაა.

- როგორია "ნაპოლიში" თამაში? გულშემატკივრები გაღმერთებენ.
- ძალიან მიხარია, რადგან გუნდს მართლაც შესანიშნავი ქომაგები ჰყავს. ფეხბურთი ძალიან უყვართ და ჩემდამი მათი დამოკიდებულებით ვამაყობ. "ნაპოლი" დიდი ლეგენდებით ფანტასტიკური გუნდია. აქ საუკეთესო
ფეხბურთელი მარადონა თამაშობდა. ქალაქიც ასევე ჩინებულია, კლუბი კი ჩემი აზრით, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. სწორედ ეს ხდის ჩემს გამოცდილებას დაუვიწყარს.

- "კვარადონას" მეტსახელზე რას იტყვით?
- მარადონა ნეაპოლის ღმერთია. მასთან შედარება ძალიან სასიამოვნოა. თუმცა, რა თქმა უნდა, მას ვერ შევედრები, რამეთუ ის ისტორიაში საუკეთესოა. ბუნებრივია ვამაყობ, რომ "კვარადონას" მეძახიან, ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს.

- რას გრძნობთ, როდესაც მატჩის წინ ჩემპიონთა ლიგის ჰიმნს უსმენთ?
- ეს ოცნებაა. ამას სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდი. როდესაც მუსიკა დასრულდა, ფანებმა იმღერეს “The Champions!" და ამის მოსმენა წარმოუდგენელი გახლდათ. ამან უფრო მეტი მოტივაცია შემძინა.

- ახლა ევროპაში ერთ-ერთი სუკეთესო ფეხბურთელი ხართ? როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება?
- ადვილი არაა. ყველა გიყურებს როგორც მისაბაძს. საქართველოში ბავშვებს ვუყვარვარ და ამიტომ სამაგალითო უნდა ვიყო, მშვიდი, თავმდაბალი და ვეცადო მოედანსა და მის გარეთ მაქსიმუმი გავაკეთო.

მკითხველის კომენტარები / 17 /
იბრწყინე, ჩვენო ვარსვლავო!!!
ბესო შიოშვილი
02:41 17-03-2024
4
ზოგადად აქ ამ საიტზე ისეთი კომენტარები იწერება რომ მე თვითონ მიტყდება რეალობის, იმედია ჩვენი სახელოვანი სპორცსმენები არ კითხულობენ, და თუ კითხულობენ მე ვეტყვით ნუ მიაქცევთ ყურადღებას ნეგატიურ კომენტარებს, ხო არიან ისეთი ტიპები რო საკუთარი დედმამიშვილის შურს,მასეთებისგან რა უნდა გეწყინოს, ვირისგან წიხლი რა საწყენია, ჩვენ ვინც გლოცავთ და გგულშემატკივრობთ ვართ 80-90 პროცენტი, და თქვენ თქვენთვის თქვენი ოჯახებისთვის ახლობელი ადამიანებისთვის და ჩვენთვის იშრომეთ და მიახწოეთ იმდენს რამდენიც უფალს ნებავს. წარმატებები ხვიჩას და ყველას იმ ადამიანს ვისაც ქართული ხუთჯვრიანი დროშა უჭირავს.
გიო
14:47 17-03-2024
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული