სტუმართა გუნდის თავდამსხმელმა ოსიმენმა ტრავმა ბოლომდე ვერ მოირჩინა და მის ნაცვლად მწვრთნელმა კალცონამ ძირითად თერთმეტეულში რასპადორი დააყენა. მასპინძლები უფრო სწრაფად და აგრესიულად მოქმედებდნენ და პირველი მომენტიც მათ შექმნეს, მაგრამ მეკარე მერეტმა არ გაატანინა. ნეაპოლელები ტერიტორიულ უპირატესობას დაეუფლნენ, თუმცა სახიფათო შეტევების ორგანიზებას ვერ ახერხებდნენ. ხვიჩას ყურადღებით მეურვეობდნენ და პავარს ყვითელი ბარათი მიაღებინა. პირველი ტაიმის დასასრულს კი "ნერაძური" დარმიანმა დააწინაურა.
„ნაპოლის“ ნახევარდაცვა ჩვეულად ზანტად მოძრაობდა, დაცვა კვლავ შეცდომებს უშვებდა. მილანელებს ორი შანსი მიეცათ და ორივეჯერ თავისი გუნდი მერეტმა იხსნა. კალცონამ ოლივეირა და რასპადორი მარიო რუით და სიმეონეთი შეცვალა. ხვიჩას პარტნიორები პასებს ისევ ვერ თუ არ აძლევდნენ, მხოლოდ სტატიკურ მდგომარეობაში მყოფს აწვდიდნენ ბურთს და თამაშს ვერ ამწვავებდა. თითქოს მილანელებისთვის საფრთხეს არაფერი მოასწავებდა, მაგრამ ჟუან ჟეზუსმა თავურით ანგარიში გაათანაბრა. აქედან მოყოლებული, თამაში უფრო სახალისო გახდა. ქართველი 90+1-ე წუთზე შეცვალეს და შეხვედრა ფრედ დასრულდა.
„ნაპოლი“ 45 ქულით მე-7 ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას 30 მარტს საკუთარ მოედანზე „ატალანტასთან“ ჩაატარებს.
მილანი. „სან სირო“
ინტერი - ნაპოლი 1:1
გოლები: 1:0 დარმიანი (43), 1:1 ჟუან ჟეზუსი (81)
ინტერი - ნაპოლი 1:1
გოლები: 1:0 დარმიანი (43), 1:1 ჟუან ჟეზუსი (81)
ვისაც არ გჯერათ, ვიხუმრე.