ჟურნალისტი რობინ ბეირნერი თავის "ტვიტერზე" წერს, რომ "მეცის" ფეხბურთელის, გიორგი მიქაუტაძის სამსახურით "ატლეტიკო" დაინტერესდა:
"ესპანური მედიის ცნობით, თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე მადრიდის "ატლეტიკოს" სურს. მიქაუტაძეს ამსტერდამულ კლუბში საშინელი პერიოდი ჰქონდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც "მეცში" იჯარის წესით დაბრუნდა, ალბათ, ლიგა 1-ის საუკეთესო ფორვარდი გახდა".
მიქაუტაძემ ზედიზედ 5 მატჩში გაიტანა, მის ანგარიშზე "მეცში" დაბრუნების შემდეგ 10 გოლია, სულ კი მიმდინარე ტურნირზე 12-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა. გიორგი "აიაქსთან" გრძელვადიანი კონტრაქტითაა დაკავშირებული, თუმცა, როგორც ჩანს, კარიერას ნიდერლანდურ გუნდში არ გააგრძელებს.
გიორგი მიქაუტაძე,მეცი,მადრიდის ატლეტიკო,რობინ ბეირნერი