"კვარამ" შხამიანი კომენტარების ავტორებს უპასუხა - ბალისტიკური რაკეტაა და მასზე ყასბები ნადირობენ" - რა ითქვა ნამატჩევს

AutoSharing Option
"ფიორენტინასთან" სტუმრად ფრედ დასრულებულ მატჩში (2:2) "ნაპოლის" გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ დიდებული გოლი გაიტანა და იტალიური მედია აღნიშნავს, რომ მასზე ნადირობდნენ, ფლორენციელთა პირველი გოლი კი არ უნდა ჩათვლილიყო, რადგან იქამდე ქართველი დოდომ წააქცია, რასაც მსაჯმა ყურადღება არ მიაქცია. გაზეთ ilmattino-ს დღევანდელ ნომერში დაიბეჭდება სტატია სათაურით: "მხოლოდ "კვარას" მაგია საკმარისი არ არის".

"ფიორენტინას" სპორტულმა დირექტორმა დანიელე პრადემ განაცხადა, რომ "კვარას" გოლი ბალისტიკური რაკეტის დარტყმას ჰგავდა. ქართველი მეტოქე გუნდის მეკარე პიეტრო ტერაჩანომ შეაქო: "შესანიშნავი გოლი გაიტანა. ჩემი კომპლიმენტები. უნდა მივულოცო. ასეთი რამ მხოლოდ
ჩემპიონებს შეუძლიათ".

აი, რა ითქვა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ფრანჩესკო კალცონა (ნაპოლის მწვრთნელი): "კვარა" მე არ აღმომიჩენია, მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, საუკეთესოდ თამაში ყოველთვის არ გამოსდის. საშუალოზე მაღალი დონისაა, პროგრესირება შეუძლია, თითქმის ჩემპიონია. პრეზიდენტის ნათქვამზე კომენტარს არ გავაკეთებ, ეს მათი საქმეა".

ანტონიო ჯორდანო (კორიერე დელო სპორტის ჟურნალისტი): "მას უფლება აქვს კონტრაქტის გაგრძელებაზე უარი თქვას. სინიორ კვარაცხელია ჩვეულებრივი ფეხბურთელი არაა, არანორმალური ტალანტია. უნდოდა ეჩვენებინა, რომ სხვა შედევრებთან ერთად საჯარიმოდან გატანაც ეხერხება. დიდებული ტექნიკა აქვს და ფეხბურთის მბრძანებელივითაა. გოლის აღნიშვნისას შხამიანი კომენტარების ავტორებს ჟესტით პასუხი გასცა".

პაოლო ესპოზიტო (Areanapoli-ს ჟურნალისტი): "რატომ არასოდეს არ აძლევდნენ ხვიჩას საჯარიმოს შესრულების უფლებას? ასეთი გატანილი გოლი მხოლოდ ზიკოსგან მახსოვს. "ნაპოლის" თავისუფლად შეეძლო მოეგო, მაგრამ ვიქტორ ოსიმენი დიდ ხელფასს იღებს, ფეხებს უფრთხილდება და მხოლოდ პრემიერლიგაში გადასვლაზე ფიქრობს".

დიეგო დე ლუკა (tuttonapoli-ს მიმომხილველი): "ეს ბიჭი ყასბებისგან მუდამ დაზარალებულია, რასაც მსაჯები ყურადღებას არ აქცევენ. დე ლაურენტისმა გუშინ კვარაცხელიაზე თქვა, რომ მარტის შემდეგ ჩავარდნა ჰქონდა და ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ ჩქარობს. "კვარამ", როგორც ღირსეულმა ჩემპიონმა დღეს პასუხი გასცა. გულშემატკივრებს იმედი აქვთ, რომ ის დიდხანს დარჩება, რამეთუ გუნდს სჭირდება".

alt"რასაც კვარაცხელიას უკეთებენ, სირცხვილია" - იტალიელმა ჟურნალისტმა ქართველზე ისაუბრა

altორივე გუნდიდან საუკეთესო - როგორი შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ "ფიორენტინასთან" მატჩში?

altხვიჩას დიდოსტატური გოლი - "ნაპოლი" "ფიორენტინას" დაუზავდა [VIDEO]

altბრწყინვალედ შეასრულა - ხვიჩა კვარაცხელიას შესანიშნავი ჯარიმა "ფიორენტინასთან" [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 7 /
ქართული სიბრძნეა "სწავლა სიკვდილამდეო", რატომ გვგონია ქართველებს, რომ ხვიჩა დიდი პროფესიონალია და გაზრდა აღარ უნდა? ხვიჩა კი არა მესი და როლანდო ცდილობენ გაიზარდონ.
ჟორა
18 მაისი 2024 19:03
0
რუსულ ჯარში იყვნენ გუსი, ანუ ახალწვეული, სტარიკი, რომელიც უკანასკნელ წელს მსახურობდა და დენბილი, რომელიც სამსახურის ბოლო თვეებში იყო გადასული. ვერ გავიგე ნაპოლიშიაც ეს სისტემაა შემოღებული? რატომღაც ხვიჩას ჯარიმას იშვიათად არტყმევინებენ და ყველას შეუძლია მას ბურთი წაართვას და თვითონ შეასრულოს ჯარიმა და კუთხური.
ჟორა გაბრიჭიძე
18 მაისი 2024 18:59
2
საშუალოზე მაღალი რა შეფასებაა, აი არც მწვადი დაწვა და არც შამფური კალცონამ. კვარა უმაღლესი კლასია, კალცონა კიდე საშუალოზე დაბალი კლასის მწვრთნელი. ეს ჩემი აზრია, ყველას თავისი აზრი აქვს. მოქმედი და ყოფილი ფეხბურთელები აფასებენ კვარას ძალიან კარგად და ეგ არის ლოგიკური და ობიექტური შეფასება. ნებისმერ სფეროში ასეა მნიშვნელოვანი და საყურადღებოა სპეციალისტების აზრი და იქიდან გამოდის ზოგადი დასკვნა და არა ე.წ. ჰეიტერების შეფასებიდან გამომდინარე. კვარა მალე ითამაშებს ძალიან მაგარ გუნდში მჯერა და ასეც იქნება!!!
ბექა
18 მაისი 2024 14:00
0
ბექა პელეზე დიდი ბევრი ფეხბურთელი იყო, მაგრამ ისინი რამდენიმე წელი ბრწყინავდენ. პელემ კი, როგორც დაიწყო ისე დაამთავრა, ამიტომ იყო ის დიადი, ანუ ჩავარდნა არ ქონდა. ხვიჩა კი გასული წლის იტალიის პირველი ნომრიდან უცებ მესამე ათეულში გადავარდა, მაგრამ ზოგიერთ თამაშს წელსაც ბრწყინვალედ ატარებს. ამაზეა საუბარი და სწორია ეს ხალხი.
ჟორა
18 მაისი 2024 18:53
1
არ უთქვამს “საშუალოზე მაღალიო”, თქვა, როცა მოთამაშე ხარისხით ნორმაზე მეტადაა დაჯილდოვებული, დრო უნდა მიეცეს ზრდისთვისო. თორემ, “საშუალოზე მაღალი” მაგრა ბანძად ჟღერს
დომენტი
18 მაისი 2024 10:27
5
საშუალოზე მაღალია დონისააო-თქვა საშუალოზე ბევრად დაბლა მდგომმა მწვრთნელმა! ხვიჩას ვუსურვებ მისი კლასისთვის შესაფერის კლუბში გადასულიყოს, ნაპოლიში აღარ უნდა გააგრძელოს თუ ექნა არჩევანი.
შენა
18 მაისი 2024 10:01
4
დე ლაურენტისის ნათქვამს,კომენტარი აღარ სჭირდება.კიდევ ერთხელ გამოამჟღავნა,რაც არის.აქვე,დოდოს არ დაჯარიმებაზეც წერია,რომლის მერეც,ნაპოლიმ გოლი გაუშვა,მაგრამ კიდევ ერთი წუთის შემდეგ,მსაჯმა ზუსტად ისეთივე ტიპის თამაშზე,ხვიჩას ყვითელი ბარათი ამოუღო!მეორე ტაიმში,ოსტიგორი ბურთზე ახტა,ფიორენტინას 18 ნომერი კი,ისე,რომ ბურთზე თამაში არც უცდია,ქვეშ შეუვარდა,წონასწორობა დააკარგვინა და საშინლად დასცა,მიწაზე.რაგბი რომ რაგბია,იქაც კი აკრძალულია,ამხტარი კაცის ბოჭვა და თუ გააკეთე,სინბინზე გადატარება,თითქმის პატიებას ნიშნავს.აქ ბოჭვაც არ ყოფილა.უბრალოდ შეგნებულად დააკარგვინა წონასწორობა,ჰაერში ამხტარ ფეხბურთელს.ასეთ კონტაქტზე,წითელ ბარათზე შეამოწმებდნენ და სავარაუდოდ გააძევებდნენ კიდეც.მსაჯმა კი,ყვითელი ბარათიც არ ინება,მიეცა.ზოგადად მსაჯს, მრავლად ჰქონდა შეცდომები,მაგრამ მსგავსი ეპიზოდის განსხვავებულ ინტერპრეტაციას,შეცდომა კი არა,არაობიექტურობა ჰქვია.
სოსო
18 მაისი 2024 09:40
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული