კონტეს მეგობარმა მიკელე პადოვანიმ რადიო Kiss Kiss Napoli-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელია ანტონიოს ხელში თავიდან დაიბადება.
"კვარა" ნამდვილად განსაკუთრებული ფეხბურთელია და დარწმუნებული ვარ, კონტეს ძალიან მოეწონება. ანტონიო ქართველს მოედანზე მოუძებნის ადგილს, საიდანაც ძველებურად შედეგიანი გახდება და მეკარესთან პირისპირ ხშირად აღმოჩნდება. იტალიელის ხელში ხვიჩა თავიდან დაიბადება.
თუ "ნაპოლი" ოსიმენს გაყიდის,
შეგახსენებთ, ფაბრიციო რომანოს ცნობით, "ნაპოლიმ" კონტეს 3-წლიანი ხელშეკრულება და ანაზღაურების სახით სეზონში 9 მილიონი ევრო შესთავაზა.