პსჟ-მა "ნაპოლის" კვარაცხელიაში უკვე 110 მილიონი შესთავაზა - დე ლაურენტისი მეტს ითხოვს

AutoSharing Option
"კორიერე დელო სპორტის" და "რეპუბლიკას" ცნობით, პსჟ-მა "ნაპოლის" ხვიჩა კვარაცხელიაში უკვე 110 მილიონი ევრო შესთავაზა, მაგრამ ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ქართველის გასხვისების წინააღმდეგია.

აღნიშნულია, რომ დე ლაურენტისი კვარაცხელიას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეელევა, თუ "პარი სენ ჟერმენი" 130 მილიონს გადაიხდის და გუნდში დარჩენის შემთხვევაში, მასთან კონტრაქტის გაუმჯობესებული პირობებით განახლება აუცილებელია.

"ნაპოლის" მალე ანტონიო კონტე ჩაიბარებს, რომლის სეზონური გასამრჯელო 6 მილიონი პლუს ბონუსები იქნება და ის ახალი გუნდის მშენებლობას "კვარას" გარშემო დაიწყებს, თუმცა "რეპუბლიკას" მტკიცებით, ხვიჩას "დაკარგვის" რისკი მაღალია. კონტე
აგრეთვე ჯოვანი დი ლორენცოს დატოვებას მოითხოვს.

იტალიის ნაკრების ყოფილმა მცველმა ფულვიო კოლოვატიმ განაცხადა, რომ პსჟ-ს დიდი ფინანსური შესაძლებლობები გააჩნია, თუ კვარაცხელიას "ნაპოლი" 4 მილიონს შესთავაზებს, პარიზელები ორჯერ მეტს დაჰპირდებიან, ხვიჩას და ვიქტორ ოსიმენის გაყიდვა სავსებით შესაძლებელია და ამ ფულით 4-5 ფეხბურთელის დამატება პრობლემა არ იქნება.

მკითხველის კომენტარები / 23 /
ასეთი შანსი არ უნდა გაუშვას იმ ბებერმა თორემ ხვიჩასაც გაუფუჭებს მომავალს დარჩება კარიერის ბოლომდე იტალიის საშუალო დონის გუნდში,თვითონაც დარჩება უკაპიკოდ,რადგან ხვიჩას თამაშის ხარისხი სეზონიდან სეზონამდე დაბლა დაიწევს ნაპოლიში.
ლაშა
09:45 01-06-2024
0
მე როგორც ფრანგული გუნდის გულშემატკივრს ძალიან მინდა რომ ხვიჩა გადავიდეს პსჟ-ში, მაგრამ 100% დარწმუნებული ვარ არ გაყიდის. 110 იქნება თუ 130 ამას უკვე დიდი მნიშვნელობა არა აქვს
დავით 67
03:46 01-06-2024
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული