დრამა. მიქაუტაძის გოლი - კაცნაკლული "მეცი" "სენტ-ეტიენთან" ფრეს დასჯერდა და ლიგა 2-ში გავარდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პლეი-ოფის საპასუხო მატჩში „მეცი“ საკუთარ მოედანზე „სენტ-ეტიენთან“ ფრეს დასჯერდა და ლიგა 2-ში დაქვეითდა.

„მეცს“ პირველი შეხვედრა 1:2 ჰქონდა წაგებული და დიალოს მე-5 წუთზე გაძევების გამო უმძიმეს სიტუაციაში აღმოჩნდა. მიუხედავად რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენისა, მასპინძლებმა შეუტიეს და კამარამ დააწინაურა. შემდეგ მიქაუტაძე საჯარიმოში შეიჭრა, კარდონამ წააქცია, უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი კი სისრულეში თავად დაზარალებულმა მოიყვანა. თუმცა, მალე პეტრომ ანგარიში შეამცირა.

თვალსასეირო თამაშის სურათი შესვენების შემდეგაც არ შეიცვალა, ორმხრივი იერიშებით მიმდინარეობდა და მასონმა ანგ
არიში გაათანაბრა, მაგრამ ვიდეოგამეორების ნახვის მერე მსაჯმა წესების დარღვევა დააფიქსირა და გოლი არ ჩაითვალა. ვითარება ტრიბუნებზეც დაიძაბა, მასონის პროვოკაციულ საქციელს გულშემატკივრების მწვავე რეაქცია მოჰყვა, რომლებიც სტუმარ ფეხბურთელებს სხვადასხვა საგნებს ესროდნენ და მატჩი ცოტა ხნით შეჩერდა. „მეცს“ კაცნაკლულობა დაეტყო, თავს იცავდა, ერთ ეპიზოდში მეკარე ოკიჯამ იხსნა და ძირითადი დრო 2:1 დასრულდა.

ექსტრა ტაიმებში „მეცმა“ კარგი შანსები ვერ გამოიყენა - ვან დენ კერკჰოფის ქუსლით დარტყმული ბურთი მეკარე ლარსონერიმ მოიგერია, ხოლო ატას მცველმა დაუბლოკა. ბოლოს ოკიჯას ვაჯიმ გაუტანა, 2:2, "მეცი" ლიგა 2-ში გავარდა, "სენტ-ეტიენი" კი ლიგა 1-ში დაბრუნდა.

თუმცა, გიორგი დიდი ალბათობით სხვა გუნდში გადავა და ქვედა დივიზიონში ასპარეზობა არ მოუწევს. მან გასულ სეზონში 22 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მეცი. „სენ სიმფორიენი“
მეცი - სენტ-ეტიენი 2:2 (ძირ. დრო 2:1)
გოლები: 1:0 კამარა (17), 2:0 მიქაუტაძე (25, პენ), 2:1 პეტრო (35), 2:2 ვაჯი (117)
გაძევება: დიალო (5, მეცი)

alt"მეცმა" მიქაუტაძის სატრანსფერო ფასი დაასახელა

მკითხველის კომენტარები / 12 /
ყოველთვის თვალში საცემი იყო,მეცის ფეხბურთელების მიერ,თამაშის ცუდი წაკითხვა.მოაზროვნე ფეხბურთელების კატასტროფული უკმარისობაა,გუნდი ისევ ლიგა 2 ში რომ გადააგდო.პირველ თამაშში,შეტევისკენ არც გაუხედიათ და მხოლოდ ბურთის დაჭერით ცდილობდნენ,სასურველი ანგარიშის შენარჩუნებას.ჩემპიონატში რამდენიმე თამაში,სწორედ ამის გამო წააგეს,მაგრამ აქაც იგივე შეცდომა გაიმეორეს და ისევ წააგეს.განმეორებით თამაშშიც,მოხერხება ხომ უნდა,უკვე მესამე წუთზე აიკიდეს წითელი ბარათი,თანაც სრულიად არასახიფათო სიტუაციაში და მიუხედავად იმისა,რომ გუნდი მაინც ორი გოლით დაწინაურდა,ძალები არ ეყოთ,სასურველი შედეგის მისაღწევად.გიორგი თავისი გუნდის ლიდერი იყო,მთელი თამაშის განმავლობაში,მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ არის.მის გარეშე,მეცი ნამდვილად არ იყო,ლიგა 1-ის დონის გუნდი.იმედია ჟორჟიკას გაყიდვით ნაშოვნი ფული,გუნდს ისე გააძლიერებს,კვლავ დაბრუნდება პირველ ლიგაში.რომ გაიყიდება,მაგაში კი,საეჭვო არაფერი მგონია.ევროპის ჩემპიონატის შემდეგ,მისი ფასი,კიდევ უფრო აიწევს და უკეთეს გუნდსაც მოძებნის.იმედია აიაქსივით შეცდომას არ გაიმეორებს.
სოსო
13:49 03-06-2024
0
არ გავჩერდები! მერამდენედ ვამბობ, ნაცნობ-მეგობრობით ქუჩიდან აყვანილმა ჩვენმა კომენტატორებმა არ იციან, რომ, სულ ცოტა, ნეიტრალურები უნდა იყვნენ "კომენტატორობისას". ეს რამხელაზე იკივლეს სიხარულით გადარეულებმა, როცა "მეცს" გადამწყვეტი გოლი გაუტანეს.
რუს კომენტატორებს მაინც მოუსმინეთ და ისწავლეთ როგორ უნდა რეპორტაჟის წაყვანა.
თფუი!
xuta
11:42 03-06-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული