"კვარას" პრობლემა. გაღიზიანებული დე ლაურენტისის არაადეკვატური მოთხოვნა და მოლაპარაკებების შეჩერებული მისია" - იტალიური მედია

AutoSharing Option
იტალიური გამოცემები ევროპის ჩემპიონატზე თურქეთთან საქართველოს ნაკრების კარგ ასპარეზობას აღნიშნავენ და ამასთან, წერენ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას თამაშზე დიდ ზემოქმედებას მის მიმართ პსჟ-ის დაინტერესება იწვევს.

"კორიერე დელო სპორტის" მტკიცებით, "პარი სენ ჟერმენმა" "ნაპოლის" და ფეხბურთელს დიდებული წინადადებით მიმართა: 110 მილიონი ევრო ტრანსფერში, თავად ქართველს კი - 4-5-წლიანი კონტრაქტი და სეზონურ გასამრჯელოდ 11 მილიონი.

თუმცა ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ახალ მწვრთნელს, ანტონიო კონტეს დაეთანხმა და პარიზელთა შეთავაზება უარყო. მალე კვარაცხელიას წარმომადგენლებსა და "ნაპოლის" შორის მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს და მხარეებს შორის ძნელი
იქნება კონსესუსის მიღწევა, რამეთუ აგენტი თავისი კლიენტისთვის 6-7-მილიონიან ხელფასს, ბონუსებს და ხელშეკრულებაში გამოსყიდვის პუნქტის შეტანას ითხოვს.

დე ლაურენტისი თანახმაა, 4-5 მილიონი (პლუს, პრემიალურები) გადაუხადოს, ოღონდ გამოსყიდვის უფლების კატეგორიული წინააღმდეგია და გერმანიაში მოსალაპარაკებლად სპორტულ დირექტორ ჯოვანი მანას გაუშვებს. გამოცემა ხაზს უსვამს, რომ "კვარას" აურელიო არაადეკვატურ ფასს ადებს და ეს მაშინ, როდესაც მისი ანაზღაურება თვით დიეგო დემეზე ნაკლები იყო, რომელმაც გუნდი უკვე დატოვა.

Il Mattino-ს ცნობით, აგენტისა და ხვიჩას მამის ნათქვამი მოლაპარაკების პროცესს ხელს არ უწყობს, ვინაიდან "კლანის" ზეწოლის სტრატეგია მცდარია, ამან დე ლაურენტისი მხოლოდ გააღიზიანა, მანას "დიპლომატიური მისია" შეაჩერა და საკითხის გადაწყვეტა რამდენიმე კვირით გადაიდო. ერთი სიტყვით, მან მანას გერმანიაში გამგზავრება აუკრძალა:

"კონტრაქტის განახლება განიხილება, თუმცა იტალიურ კლუბს სურს, საკუთარი პირობები უკარნახოს. დე ლაურენტისს და კონტეს გაცნობიერებული აქვთ, რომ ქართული მხარის მიერ თეატრალური გადატრიალების მცდელობით კლუბის იმიჯს ზიანი მიადგება".

"ტუტოსპორტის" ჟურნალისტის, რაფაელე აურიემას აზრით, 10 მილიონად შეძენილ "კვარაში" როდესაც 80-90 მილიონს სთავაზობენ, დაუყოვნებლივ უნდა გაყიდონ, არ შეიძლება კლუბს სატრანსფერო პოლიტიკა გულშემატკივრებმა უკარნახონ, რადგან ფეხბურთი დიდი ბიზნესია, როცა ამხელა თანხას გაძლევენ და ფეხბურთელსაც წასვლა უნდა, დათანხმებაა საჭირო.

მკითხველის კომენტარები / 26 /
კვარას უნდა ესპანური გუნდი..შეხედეთ მამარდას,ქოჩორას,კაკაბაძეს.. ვისაც ესპანური სკოლა აქვს გავლილი რა დონეზე თამაშობენ..კვარასგან ზიდანის დონის ფეხბურთელს შექმნიან..
berg
10:39 20-06-2024
2
რა შეიყეთ ამ ხალხმა ესეიგი ვინც კვარას თამაში არ მოსწონს ნაცია? ქოცი არ ლანძღავს? ერთიც მკიდია მეორეც და მესამეც მაგრამ თქვენ თუ ბრმები ხართ და თვალები ახელილი არ გაქვთ თქვენი ბრალია... აბა ვის მოვთხოვო საბერძნეთის მერე თურქეთანაც ჩაგდებული თამაში ჩემს მეზობელ 60 წლის ფელიქსას??? რეალობის შეგრძნება დაკარგული გაქვთ ხალხნო რა გჭირთ? ალბანეთის თამაშს არ უყურეთ? ტრაკში წიწაკა ამოსმულებივით რომ დარბოდნენ 11 კაცი წინ და უკან... მაგას ვთხოვთ კვარას ირბინოს დაცვას მიეხმაროს წინ თუ ვერ აკეთებს საქმეს უკან გააკეთოს საქმე მაგრამ არ ისეირნოს მოედაზე ეგ იმ ფეხბურთელების შეურაწყოფაც არის ვინც თავს აკლავს და მის გვერდით მდგომი ფეხბურთელი დალასლასებს! ან თამაშის წინა დღეებში რა აუცილებელი იყო აგენტის და მამამისის განცხადებები? ხვიჩას არ აქვს როგორც ჩანს ის ფსიქიკა რომ გაუძლოს ასეთ ზეწოლას მშობელი რომ ხარ არუნდა იცოდე???
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული