"კვარას" პრობლემა. გაღიზიანებული დე ლაურენტისის არაადეკვატური მოთხოვნა და მოლაპარაკებების შეჩერებული მისია" - იტალიური მედია

AutoSharing Option
იტალიური გამოცემები ევროპის ჩემპიონატზე თურქეთთან საქართველოს ნაკრების კარგ ასპარეზობას აღნიშნავენ და ამასთან, წერენ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას თამაშზე დიდ ზემოქმედებას მის მიმართ პსჟ-ის დაინტერესება იწვევს.

"კორიერე დელო სპორტის" მტკიცებით, "პარი სენ ჟერმენმა" "ნაპოლის" და ფეხბურთელს დიდებული წინადადებით მიმართა: 110 მილიონი ევრო ტრანსფერში, თავად ქართველს კი - 4-5-წლიანი კონტრაქტი და სეზონურ გასამრჯელოდ 11 მილიონი.

თუმცა ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ახალ მწვრთნელს, ანტონიო კონტეს დაეთანხმა და პარიზელთა შეთავაზება უარყო. მალე კვარაცხელიას წარმომადგენლებსა და "ნაპოლის" შორის მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს და მხარეებს შორის ძნელი
იქნება კონსესუსის მიღწევა, რამეთუ აგენტი თავისი კლიენტისთვის 6-7-მილიონიან ხელფასს, ბონუსებს და ხელშეკრულებაში გამოსყიდვის პუნქტის შეტანას ითხოვს.

დე ლაურენტისი თანახმაა, 4-5 მილიონი (პლუს, პრემიალურები) გადაუხადოს, ოღონდ გამოსყიდვის უფლების კატეგორიული წინააღმდეგია და გერმანიაში მოსალაპარაკებლად სპორტულ დირექტორ ჯოვანი მანას გაუშვებს. გამოცემა ხაზს უსვამს, რომ "კვარას" აურელიო არაადეკვატურ ფასს ადებს და ეს მაშინ, როდესაც მისი ანაზღაურება თვით დიეგო დემეზე ნაკლები იყო, რომელმაც გუნდი უკვე დატოვა.

Il Mattino-ს ცნობით, აგენტისა და ხვიჩას მამის ნათქვამი მოლაპარაკების პროცესს ხელს არ უწყობს, ვინაიდან "კლანის" ზეწოლის სტრატეგია მცდარია, ამან დე ლაურენტისი მხოლოდ გააღიზიანა, მანას "დიპლომატიური მისია" შეაჩერა და საკითხის გადაწყვეტა რამდენიმე კვირით გადაიდო. ერთი სიტყვით, მან მანას გერმანიაში გამგზავრება აუკრძალა:

"კონტრაქტის განახლება განიხილება, თუმცა იტალიურ კლუბს სურს, საკუთარი პირობები უკარნახოს. დე ლაურენტისს და კონტეს გაცნობიერებული აქვთ, რომ ქართული მხარის მიერ თეატრალური გადატრიალების მცდელობით კლუბის იმიჯს ზიანი მიადგება".

"ტუტოსპორტის" ჟურნალისტის, რაფაელე აურიემას აზრით, 10 მილიონად შეძენილ "კვარაში" როდესაც 80-90 მილიონს სთავაზობენ, დაუყოვნებლივ უნდა გაყიდონ, არ შეიძლება კლუბს სატრანსფერო პოლიტიკა გულშემატკივრებმა უკარნახონ, რადგან ფეხბურთი დიდი ბიზნესია, როცა ამხელა თანხას გაძლევენ და ფეხბურთელსაც წასვლა უნდა, დათანხმებაა საჭირო.

მკითხველის კომენტარები / 26 /
უბრალოდ გადავხედოთ რა ხალხი ლანძღავს კვარას დღეს:
1. ნაციონალების სექტა
2. ვინც ფეხბურთის ყურება დაიწყო მას შემდეგ რაც კვარა ნაპოლიში გადავიდა
3: ვინც პირველად უყურებს ევროპის ჩემპიონატს და აქამდე ფეხბურთისთვის საერთოდ არ უყურებია
ამიტომ ასეთ უცოდინარ ხალხს ვერც გააგებინებ კვარას როლს ნაკრებში, ვისაც ფეხბურთი გითამაშიათ ან გესმით რეალურად, მიხვდებით რამდენად რთულია როცა შენს გვერდით პარტნიორი ვერ გიგებს რა უნდა გააკეთოს მოცემულ მომენტში, სად უნდა გაგეხსნას ან სად უნდა მოგცეს პასი. კვარას მესის ვერ შევადარებ, მაგრამ ისე შედარებისთვის გაიხსენეთ როგორ გაუჭირდა მესის პირველ წელს პარიზში, პარტნიორები ფაქტიურად ვერ უგებდნენ და არ იცოდნენ რა უნდა გაეკეთებინათ, ერთადერთი ნეიმარი იყო გამონაკლისი, იგივე პრობლემა აქვს კვარას დღეს, წამითაც რომ დაუგვიანო პასი, მორჩა მისი მოქმედება ხდება უკვე არაეფექტური და ისე ჩანს რომ კვარა ვერაფერს ვერ აკეთებს. ეს არის და ეს
მამუკა
16:16 19-06-2024
33
ცხოვრებისეული პრობლემები ცუდად ისახება ხოლმე მის თამაშზე.
მაგრამ ის მაინც დიდი ტალანტია და მჯერა, რომ კვლავ მიაღწევს დიდ წარმატებას.
მანფრედ კალცი
15:29 19-06-2024
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული