"გრანადას" მწვრთნელმა წიტაიშვილის საქართველოს ნაკრებში გამოძახების შემდეგ უკმაყოფილება გამოთქვა - აბასკალმა გიორგისა და სხვა ფეხბურთელების გარშემო შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა

AutoSharing Option
"გრანადას" მთავარმა მწვრთნელმა გილერმო აბასკალმა გიორგი წიტაიშვილის საქართველოს ნაკრებში გამოძახების შემდეგ უკმაყოფილება გამოთქვა.

როგორც იცით, სანაკრებო პაუზის დროს, ესპანეთის სეგუნდა დივიზიონი არ ჩერდება და მატჩები მაინც ტარდება, 35 წლის სპეციალისტს მიაჩნია, რომ მსგავსი რამ არ შეიძლება, სიტუაცია უნდა დარეგულირდეს და ყველა თანაბარ პირობებში იყოს.

"საკლუბო ტურნირები უნდა შეჩერდეს, როდესაც ეროვნული ნაკრების მატჩების პერიოდია. სეზონის განმავლობაში მსგავსი სანაკრებო ფანჯარა ხუთჯერაა.

შესაბამისად, წიტაიშვილის მსგავს ფეხბურთელებს, რომლებსაც ეროვნულ ნაკრებებში იწვევენ, შესაძლოა, 8-10 თამაში გამოტოვონ.

ეს უნდა დარეგულირდეს და ყველა თანაბარ პირობებში იყოს", - ამბობს
აბასკალი.

ინფორმაციისთვის, წიტაიშვილი "გრანადაში" 1-წლიანი იჯარით ამ სეზონის წინ კიევის "დინამოდან" გადავიდა. მან საწყისი 3 ტური სასტარტოში დაიწყო, ორჯერ მოედანზე 72 წუთი დაჰყო, ერთხელაც - 70.
მკითხველის კომენტარები / 8 /
აბასკალი 2 წელი სპარტაკში ცოდვილობდა,წვალობდა,ვერაფერს მიაღწია,ყველა გადაიმტერა.ერთადერთი რასაც მიაღწია,ჩვენი ჯიქია ამოაგდო სასტავიდან და კაპიტნობა წაართვა.გაგდეს ბევრი მოთმენის მერე.გრანადაშიც ვერაფერს მიაღწევს და არა მგონია წიტაიშვილი განვითარდეს მაგის ხელში.გუინდელ თამაშში დაამტკიცა,რომ არაფერს წარმოადგენს.
მირო
16:18 31-08-2024
4
საინტერესო ხალხი ხართ, ერთნი საყვედურობენ, რომ მხოლოდ პასებით ამწვავებდა თამაშს, მეორენი თურმე დროული პასები ვერ ისწავლა. მაშ პასებით როგორ ამწჳავებდა თამაშს? წარმატებები გიორგი. მას შემდეგ გცემ დიდ პატივს, რაც უკრაინაში გაზრდილმა ფეხბურთელმა საქართველოს ნაკრებში აირჩიე თამაში.
გიზოგ
15:55 31-08-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული