"გრანადას" მწვრთნელმა წიტაიშვილის საქართველოს ნაკრებში გამოძახების შემდეგ უკმაყოფილება გამოთქვა - აბასკალმა გიორგისა და სხვა ფეხბურთელების გარშემო შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა

AutoSharing Option
"გრანადას" მთავარმა მწვრთნელმა გილერმო აბასკალმა გიორგი წიტაიშვილის საქართველოს ნაკრებში გამოძახების შემდეგ უკმაყოფილება გამოთქვა.

როგორც იცით, სანაკრებო პაუზის დროს, ესპანეთის სეგუნდა დივიზიონი არ ჩერდება და მატჩები მაინც ტარდება, 35 წლის სპეციალისტს მიაჩნია, რომ მსგავსი რამ არ შეიძლება, სიტუაცია უნდა დარეგულირდეს და ყველა თანაბარ პირობებში იყოს.

"საკლუბო ტურნირები უნდა შეჩერდეს, როდესაც ეროვნული ნაკრების მატჩების პერიოდია. სეზონის განმავლობაში მსგავსი სანაკრებო ფანჯარა ხუთჯერაა.

შესაბამისად, წიტაიშვილის მსგავს ფეხბურთელებს, რომლებსაც ეროვნულ ნაკრებებში იწვევენ, შესაძლოა, 8-10 თამაში გამოტოვონ.

ეს უნდა დარეგულირდეს და ყველა თანაბარ პირობებში იყოს", - ამბობს
აბასკალი.

ინფორმაციისთვის, წიტაიშვილი "გრანადაში" 1-წლიანი იჯარით ამ სეზონის წინ კიევის "დინამოდან" გადავიდა. მან საწყისი 3 ტური სასტარტოში დაიწყო, ორჯერ მოედანზე 72 წუთი დაჰყო, ერთხელაც - 70.
მკითხველის კომენტარები / 8 /
მართალია
1
ძალიან ცუდი მატჩი ჰქონდა გიორგის, მხოლოდ პასებით ცდილობდა გამწვავებას, არადა შესანიშნავი დრიბლინგის პატრონია და შესაბამისი მომენტებიც ჰქონდა. მომეჩვენა, რომ ზალიან გაურბოდა ორთაბრძოლებს და ასე ვერაფერს მიაღწევს. ესპანეთში, სადაც მესი უნახავთ, ბურთით ისეთი რა უნდა ჰქმნა, რომ იქაურობა გააკვირვო, უბურთოდაც უნდა გაისარჯო გიორგი. გრანადა მშვენიერი გუნდია, ვფიქრობ, რომ შეუძლია გადასასვლელად ბრძოლა, მწვრთნელი გენდობა, თანაგუნდელები არ გაიგნორებენ და ცოტა მეტი მოინდომე გიო, ასეთი შანსი მომავალში შეიძლება არც გქონდეს, წლები გარბის და პროგრესს ატყობ საკუთარ თავს? მამაშენის ბავშვობის მეგობარი ვარ და მხოლოდ კარგი მინდა შენთვის, დამიჯერე. ვიღაც ჩასაფრებული არ გეგონო.
ქომაგი
13:31 31-08-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული