კიტეიშვილის ეფექტური გოლი და საგოლე გადაცემა - "შტურმმა" ისევ მოიგო და გალიდერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ავსტრიის ბუნდესლიგის მეხუთე ტურში „შტურმმა“ საკუთარ მოედანზე „ტიროლი“ 4:2 დაამარცხა.

სტუმრები 2:0 დაწინაურდნენ, შემდეგ ოთარ კიტეიშვილმა თავურით სხვაობა შეამცირა. მეორე ტაიმში „შტურმი“ დომინირებდა, კიტეიშვილის პასით 18 წლის ლუკას გრგიჩმა ანგარიში გაათანაბრა, მერე მან გრაცული გუნდი წინ გაიყვანა, ხოლო კომპენსირებულ დროში საბოლოო ანგარიში ტოჩი ჩუკვუანიმ დააფიქსირა.

კიტეიშვილმა შეუცვლელად ითამაშა, მისი გარჯა sofascore-მ 9.3 ქულით, flashscoreმ კი 8.6 ქულით შეაფასა.

„შტურმმა“ ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა, ჯერჯერობით 12 ქულით ლიდერია და 14 სექტემბერს ვენაში „აუსტრიას“ დაუპირისპირდება.

გრაცი. „მერკურ არენა“
შტურმი - ტიროლი 4:2
გოლები: 0:1 დიარა (34), 0:2 ბატლერი (38), 1:2 კიტეიშვილი (44), 2:2 გრგიჩი (66), 3:2 გრგიჩი (76), 4:2 ჩუკვუანი (90+5)

მკითხველის კომენტარები / 3 /
კიტე დონეა!❤️
ანი
23:51 31-08-2024
0
საღოლ კიტეს. წინ გამარჯვებისკენ. ამ ვიდეოში რაც სპორტალს აქვს ყველაფერი ვნახე გოლის გარდა.
roma bejanidze
01:31 01-09-2024
2

სიახლეები პოპულარული