საიდან შეიჭრა და როგორ გაიტანა - კაკაბაძის გოლით "კრაკოვიამ" გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პოლონეთის ექსტრაკლასას მე-9 ტურში "კრაკოვიამ" "პუშჩას“ 2:1 ოთარ კაკაბაძის გოლით სძლია და 19 ქულით მეორე ადგილზე დამკვიდრდა.

კრაკოვული გუნდის კაპიტანი საჯარიმოში შეიჭრა და მახვილი კუთხიდან მიმდინარე ჩემპიონატზე პირველი გოლი გაიტანა.

ოთარმა შეუცვლელად ითამაშა, ყვითელი ბარათი მიიღო და დისკვალიფიკაციის გამო 30 სექტემბერს "სტალთან" მატჩის გამოტოვება მოუწევს. იქამდე, 24 სექტემბერს "კრაკოვია" თასზე გასვლაზე მესამე ლიგის "სანდეციას" შეხვდება.

კრაკოვი. "იოჟეფ პილსუდსკი"
პუშჩა - კრაკოვია 1:2
გოლები: 1:0 კოსიდისი (6), 1:1 გიცე (15), 1:2 კაკაბაძე (67)
გაძევება: კრეჩუნი (78, პუშჩა)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული