დრამა - გაძევება დებიუტში, გამოუყენებელი პენალტი, მიქაუტაძის მომენტები და "ლიონის" წაგება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლიგა 1-ის მეხუთე ტურში „ლიონი“ სახლში „მარსელთან“ 2:3 დამარცხდა.

უკვე მეხუთე წუთზე მცველმა ბალერდიმ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და სტუმართა გუნდი რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა. მასპინძლებმა დიდი ძალებით შეუტიეს, რამდენიმე მომენტი ვერ გამოიყენეს, პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში პენალტიც მოიპოვეს, მაგრამ ლაკაზეტის დარტყმული ბურთი მეკარე რულიმ მოიგერია.

შესვენების შემდეგ „ლიონი“ თავურით მცველმა ჩალეტა-ცარმა დააწინაურა. მიქაუტაძე 67-ე წუთზე ლაკაზეტის ნაცვლად შევიდა შეცვლაზე. „მარსელმა“ კი ორი გოლი გაიტანა და წინ გავიდა. მერე გიორგიმ ორი შანსი ვერ გამოიყენა. კომპენსირებულ დროში შერკიმ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო ბოლოს როუმ პერის
გაუტანა და სტუმართა გუნდს გამარჯვება მოუპოვა.

„ლიონი“ 4 ქულით მე-14 ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 26 სექტემბერს სახლში ევროპა ლიგაზე „ოლიმპიაკოსთან“ ჩაატარებს.

ლიონი. „გრუპამა სტადიუმი“
ლიონი - მარსელი 2:3
გოლები: 1:0 ჩალეტა-ცარი (53), ლიროლა (69), 1:2 გარსია (82), 2:2 შერკი (90+3), 2:3 როუ (90+5)
გამოუყენებელი პენალტი: ლაკაზეტი (45+7, ლიონი)
გაძევება: ბალერდი (5, მარსელი)

მკითხველის კომენტარები / 14 /
რატომ ემართება ამ ბიჭს ყოველთვის ისე რომ რომელიღაცა კლუბში გადავა და პირველი სეზონი სასტიკად ცუდი აქვს, მერე ამოძრავდება.
ანდა რა უნდოდა ლიონში როცა მონაკო ეპატიჟებოდა?
მოკლედ რა, რაღაც აკლია ამ მაგარ კაცს და ეს ალბათ იღბალია.
ბათუმელი ექსპერტი
02:40 23-09-2024
5
ასეა სიტყვის გატეხა ისჯება, უნდა წავიდეს ტაძარში და მოინანიოს, ვიცი დამცინებთ, მარა სხვანაირად არ წაუვა საქმე კარგად.
toro
00:51 23-09-2024
16

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული