შენგელია საბერძნეთში მოედნიდან საგოლე მოქმედების გარეშე არ გადის

AutoSharing Option
საბერძნეთის სუპერლიგის მეხუთე ტურში "ოფის" გარემარბმა ლევან შენგელიამ გასვლაზე "ლევადიაკოსთან" გასვლით მატჩში საგოლე გადაცემა გააკეთა.

"ოფი" 0:1 მარცხდებოდა, 90+4-ზე წუთზე კი შენგელიას მიერ საჯარიმოდან ჩაწოდებული ბურთი თავით მცველმა ვასილიოს ლამპროპულოსმა გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ლევანი მოედანს საგოლე მოქმედების გარეშე არ ტოვებს - ჩემპიონატის 3 შეხვედრაში მის ანგარიშზე 1 გოლი და 3 საგოლე პასია.

"ოფი" 5 ტურის შემდეგ 8 ქულით მეოთხე ადგილზეა და მომდევნო ორ მატჩს სახლში ქართველის ყოფილ გუნდთან, "პანეტოლიკოსთან" ჩაატარებს: 25 სექტემბერს თასზე და 29 სექტემბერს ჩემპიონატზე.

მკითხველის კომენტარები / 3 /
აი ასეთ კაცს არ იძახებენ ნაკრებში!
22
შენგელია წიტაიშვილსაც ჯობია აზაროვსაც და გოჩოლეიშვილსაც, ესენი ვერც ნაკრებში ჯობიან და ვერც თავის კლუბებში!!
მათე-ს
19:47 23-09-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული