"ამ ყოველივეს გამო ვხვდები, რომ მიქაუტაძის "ლიონში" ტრანსფერი შეცდომა იყო" - ფრანგი სპორტული კომენტატორი ქართველი ფორვარდის შესახებ

AutoSharing Option
ცნობილმა ფრანგმა ჟურნალისტმა და სპორტულმა კომენტატორმა ვალიდ არჩეჩოურმა გიორგი მიქაუტაძის "ლიონში" ტრანსფერზე ისაუბრა.

მისი თქმით, ქართველის არჩევანი და მშობლიურ გუნდში დაბრუნება არასწორი გადაწყვეტილება იყო.

"დროის გასვლასთან და იმ ლაპარაკთან ერთად რაც მიქაუტაძეზე მესმის, ამ ყოველივეს გამო უფრო და უფრო მეტად ვხვდები, რომ "ლიონში" მოსვლა არასწორი გადაწყვეტილება იყო. მე ვსაუბრობ არა მხოლოდ სპორტულ ასევე არასპორტულ ასპექტზეც.

დეტალებში არ შევალ, რადგან ეს სასაცილო არ არის, მაგრამ მგონია, რომ "ლიონში" დაბრუნება მიქაუტაძისთვის არ იყო საუკეთესო გადაწყვეტილება", - თქვა არჩეჩოურმა After-თან საუბრისას.

ინფორმაციისთვის, მიქაუტაძემ
მიმდინარე სეზონში "ლიონის" ფორმა 5 შეხვედრაში მოირგო, თუმცა გოლი არ გაუტანია.
მკითხველის კომენტარები / 18 /
მე რომ დავწერე ზაფხულში მონაკოში უნდა გადასულიყო, ძალიან უნდოდა მონაკოს, ლიონი რა გუნდიაო, შემეკამათნენ, მონაკო სოფლის გუნდია, ათი ათასი გულშემატკივრით, ლიონი სჯობიაო. არა და ვისაც ძალიან სჭიედები იქ უნდა წახვიდე ყოველთვის. თან ლიგაზე ითამაშებდა
ვამბობდი
13:14 25-09-2024
2
ისე ხო ხაზავს ლიონი რა გინდათ მიქაუტაძისგან? სასაცილოა პირდაპირ. ეგ თქვენი ლიონი დირკაა სხვა არაფერი
დაჩი
19:47 25-09-2024
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული