getfootballnewsfrance-ის ინფორმაციით, "ოლიმპიკის" მწვრთნელმა პიერ სარჟმა ძირითადი შემადგენლობა უკვე შეარჩია, სადაც ქართველი შემტევი არ იქნება.
ფრანგულ გუნდს ცენტრფორვარდად ალექსანდრ ლაკაზეტი ეყოლება, რომელსაც ფლანგებიდან ერნესტ ნუამა და მალიკ ფოფანა დაეხმარებიან.
ამრიგად "ლიონში" ევროსარბიელზე სადებიუტო შეხვედრაში მიქაუტაძე სასტარტო თერთმეტეულში არ იქნება. მიმდინარე სეზონში მან ლიგა 1-ის 5 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, თუმცა გოლი არ გაუტანია.