"ფანტასტიკური და სამაგალითოა" - ჩაკვეტაძემ "უოტფორდთან" კონტრაქტი გააგრძელა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"უოტფორდის" საიტი იტყობინება, რომ ჩინებულ ფორმაში მყოფ გიორგი ჩაკვეტაძეს კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე გაუგრძელეს.

ჩაკვეტაძე ინგლისურმა კლუბმა იჯარით "გენტისგან" 2023 წელს აიყვანა, შემდეგ კი გამოისყიდა.

გუნდის მწვრთნელმა ტომ კლევერლიმ ჩაკვეტაძესთან თანამშრომლობის გახანგრძლივებით აღფრთოვანება ვერ დამალა და ქართველი შეაქო: "ფანტასტიკური მაგალითია ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის იმისთვის, რათა კონცენტრირებული იყო იმაზე, რაც მართლაც მნიშვნელოვანია შენს ცხოვრებაში, თუ გინდა, პროფესიონალი გახდე.

ის მშვიდია, გადამწყვეტი, თავისი პროფესიონალიზმით და შემართებით მისაბაძი, რომელიც პროგრესირებს და კლუბს წარმატების მიღწევაში ეხმარება".

მკითხველის კომენტარები / 13 /
ჩაკვეტაძე წინ მიდის,არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა მეორე ლიგაშია თუ არა,სხვა ფეხბურთელებზე ვიმსჯელოთ ნაკრების სათრევი რომ არის სფფ-ს ნეპოტიზმის დამსახურებით
სვანსკი
10:35 27-09-2024
0
კი მაგრამ პიარი რა ისეთ შუაშია? როცა კლუბები ვერცერთ ევროტურნირებზე ვერ გადიან...
Kandel
00:02 27-09-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული