"ფანტასტიკური და სამაგალითოა" - ჩაკვეტაძემ "უოტფორდთან" კონტრაქტი გააგრძელა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"უოტფორდის" საიტი იტყობინება, რომ ჩინებულ ფორმაში მყოფ გიორგი ჩაკვეტაძეს კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე გაუგრძელეს.

ჩაკვეტაძე ინგლისურმა კლუბმა იჯარით "გენტისგან" 2023 წელს აიყვანა, შემდეგ კი გამოისყიდა.

გუნდის მწვრთნელმა ტომ კლევერლიმ ჩაკვეტაძესთან თანამშრომლობის გახანგრძლივებით აღფრთოვანება ვერ დამალა და ქართველი შეაქო: "ფანტასტიკური მაგალითია ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის იმისთვის, რათა კონცენტრირებული იყო იმაზე, რაც მართლაც მნიშვნელოვანია შენს ცხოვრებაში, თუ გინდა, პროფესიონალი გახდე.

ის მშვიდია, გადამწყვეტი, თავისი პროფესიონალიზმით და შემართებით მისაბაძი, რომელიც პროგრესირებს და კლუბს წარმატების მიღწევაში ეხმარება".

მკითხველის კომენტარები / 13 /
გინდ დაიჯერეთ გინდ არა, ჩაკვე რომ იყოს ხორვატი და გვარად ჩაკვეტიჩი უკვე 50 მილიონი, პორტუგალიელი ან ბრაზილიელი ჩაკვეტინიო 70 მილიონი, ხოლო ინგლისელი ჩაკვერლი 100 მილიონი ეღირებოდა და გრანდში ითამაშებდა. სამწუხაროდ ჯერ კიდე ბოლომდე არ გვაფასებენ ქართველებს, ერთი დიდი ფორუმი გვინდა კიდე და ჩვენი ასეთი ნიჭიერი ფეხბურთელების ფასები გაათმაგდება.
DAVE
21:24 26-09-2024
5
გიო არ მემეტები უოტფორდისთვის, კიდე მოუმატე თამაშს შენებურათ და ზაფხულში ძალიან მაგარი გუნდები დაინტერესდებიან შენი ტალანტით. წინ ქართველებოოოოოოო.
Kaxa
21:36 26-09-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული