ნეაპოლურ კლუბს "მონცასთან" ყოველთვის უჭირს. 1999-2000 წლებში, 4 მატჩში, გუნდებს თითო მოგება და ორი ფრე აქვთ, ბოლო ორი სეზონის განმავლობაში კი "ნაპოლის" - 2 მოგება და ერთი ფრე. კარგად გვემახსოვრება, სადებიუტო სეზონის მეორე ტურში "კვარამ" უახლოეს მოწინააღმდეგეს დუბლი შეუსრულა; იყო უკვე გაჩემპიონებული "ნაპოლის" მარცხი (0:2) მეორე წრეში, სადაც ქართველმა მეორე ტაიმში ითამაშა; 2023 წლის 29 დეკემბერს უგოლო ფრე
"მონცას" კარს გასულ სეზონში დი გრიგორიო იცავდა, რომელიც ახლა "იუვენტუსშია". გუნდს 5 შეხვედრაში 3 ფრე აქვს ("ინტერთანაც"), მათი მწვრთნელი კი ლეგენდარული მცველი ალესანდრო ნესტაა, რომელიც 3-4-2-1 ტაქტიკის მოყვარულია. მისი სამწვრთნელო კარიერა ასეთია - "მაიამი", "პერუჯა", "ფროზინონე", "რეჯინა"... უკვე ორი წელია, მონცელთა მეტოქეებს პაოლოს ვაჟი, დანიელ მალდინი უტევს. ამ სეზონში მან "ფიორენტინას" გაუტანა.
ნეაპოლელთა მთავარი დანაკლისი მეკარე ალექს მერეტია. ძალიან საინტერესოა, ანტონიო კონტე რომელ ტაქტიკურ სქემას გამოიყენებს. უკვე ორი მატჩია, 4-მცველიან განლაგებას ვხედავთ. მოგეხსენებათ, იტალიელი მწვრთნელი სამი უკანახაზელით თამაშის მოყვარულია. მაკტომინეის ფაქტორი ამ ცვლილებებში მნიშვნელოვანია. საინტერესოა ისიც, დავიდ ნერეში ძირითადი შემადგენლობის სტაბილური წევრი თუ გახდება.
როცა კვარაცხელიამ "მონცას" დუბლი შეუსრულა...
აქვე, ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონის მონაცემებს შეგახსენებთ - 2 გოლი, ამდენივე საგოლე პასი და საშუალო შეფასება 7.8.
ქართველების მნიშვნელოვანი მატჩები:
შაბათი, 28 სექტემბერი
18:00 სთ, ინგლისი, ჩემპიონშიპი:
უოტფორდი (ჩაკვეტაძე) - სანდერლენდი;
20:30, ესპანეთი, ლა ლიგა:
სოსიედადი - ვალენსია (მამარდაშვილი);
19:00, ავსტრია, ბუნდესლიგა:
ლინცი - შტურმი (კიტეიშვილი).
კვირა, 29 სექტემბერი
20:00 სთ, იტალია, სერია "ა":
ემპოლი (გოგლიჩიძე) - ფიორენტინა;
15:30, გერმანია, მე-2 ბუნდესლიგა:
კიოლნი - კარლსრუე (ზივზივაძე);
17:00, საფრანგეთი, ლიგა-1:
ტულუზა - ლიონი (მიქაუტაძე);
19:00 ნანტი - სტ. ეტიენი (დავითაშვილი);
16:00, ესპანეთი, ლა ლიგა 2
ლევანტე (ქოჩორაშვილი) - ალმერია;
18:15, ბურგოსი - გრანადა (წიტაიშვილი);
კვარაცხელიას გადაცემა ლუკაკუმ ვერ გამოიყენა - "ნაპოლიმ" "პალერმო" გაანადგურა [VIDEO]
"ლიონმა" "ოლიმპიაკოსს" მოუგო - მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა [VIDEO]