ქოჩორაშვილის გოლი და საგოლე გადაცემა - "ლევანტემ" გაიმარჯვა და გალიდერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სეგუნდა დივიზიონის მეშვიდე ტურში „ლევანტემ“ საკუთარ მოედანზე „ალმერია“ 4:2 დაამარცხა.

მასპინძლები თავიდან 2:0 დაწინაურდნენ, თუმცა სტუმრებმა ანგარიში გაათანაბრეს. მეორე ტაიმის დასაწყისში გიორგი ქოჩორაშვილმა გოლი გაიტანა და „ლევანტე“ წინ გაიყვანა, შემდეგ კი მან საგოლე პასი კარლოს ალვარესს გაუკეთა.

ქოჩორაშვილი 85-ე წუთზე შეცვალეს. მისი თამაში sofascore-მ 8.3 ქულით შეაფასა, ხოლო flashscore-მ 8.2 ქულით.

„ლევანტე“ ამ მომენტისთვის 14 ქულით ლიდერია და 6 ოქტომბერს „ოვიედოს“ მიიღებს.

ვალენსია. „სიუდადი“
ლევანტე - ალმერია 4:2
გოლები: 1:0 ბრუგუი (2), 2:0 მორალესი (15),
2:1 არიბასი (17), 2:2 არიბასი (45+2), 3:2 ქოჩორაშვილი (51), 4:2 ალვარესი (74)

altქოჩორაშვილის "ლევანტე" "სარაგოსასთან" დამარცხდა

მკითხველის კომენტარები / 9 /
ქოჩორა ...მეტსახელად ვიტალი დარასელია ,არ გაჩერდე ქოჩორ იშრომე თავდაუზოგავად და შენი და კიტეს ფასი საქართველოსთვის შეუფასებელი იქნება.
დევი
21:28 29-09-2024
0
უაღრესად მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გახდა ქოჩორა როგორც კლუბში ასევე ნაკრებში. ყველგანაა ბიჭი: წინ, ცენტრში, ფლანგზე, დაცვაში, უდიდეს სამუშაოს ასრულებს თან როგორ: მთელ კახურ ჯიგარს სდებს ყველა თამაშში.მის გარაშე ნაკრები ნახევარი გუნდი იქნება. ამიტომ ჯანმრთელობა და უტრავმობა ქიჩორას, წარმატებები ნაკრებში და ძლიერ ლალიგის გუნდში გადასვლა უახლოეს მომავალში!!!
david
21:16 29-09-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული