"ჩვენს ეკონომიკურ ინვესტიციებს პატივი უნდა სცეს" - დე ლაურენტისი კვარაცხელიას ახალ კონტრაქტზე

AutoSharing Option
"ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა Sky Sport-ის მიკროფონთან ხვიჩა კვარაცხელიას ახალ კონტრაქტზე ისაუბრა. როგორც "პარტენოპეის" მფლობელი აღნიშნავს, ქართველმა კლუბის ეკონომუკურ შესაძლებლობებს პატივი უნდა სცეს.

"კვარაცხელიას ახალი კონტრაქტი? - ფეხბურთელები, რომლებიც ახლა "ნაპოლიში" არიან, გუნდში მანამდე დარჩებიან, სანამ ჩვენ მოგვესურვება. წარსულში გვქონია შემთხვევები, როდესაც ზოგიერი მოთამაშის თავგადასავალი დასრულებლად მიგვიჩნევია და პრობლემა არასდროს შექმნილა.

ჩვენ ყოველთვის პატივს ვცემდით იმას, რისი გაკეთებაც ფეხბურთელს სურს და მოთამაშეც გუნდის ეკონომიკურ ინვესტიციებს ასე უნდა მიუდგეს", - თქვა დე ლაურენტისმა.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია და "ნაპოლი" ახალ კონტრაქტზე
ვერ თანხმდებიან. ხვიჩას მხარეს ხელფასის 8 მილიონამდე გაზრდა სურს, მაგრამ "პარტენოპეი" მხოლოდ 6 მილიონს სთავაზობს. სათქმელია ისიც, რომ იტალიური მედიის ინფორმაციით, კვარაცხელიას კონტრაქტში გამოსასყიდი თანხის 80 მილიონი ევროს ჩაწერა უნდა. 

alt"კვარაცხელიამ კონტე ვერ დაარწმუნა" - "ლეჩესთან" ხვიჩა სათადარიგო იქნება?

მკითხველის კომენტარები / 35 /
თუ არ ჩაწერ კონტრაქტში გამოსასყიდ თანხას, ხვიჩა ხელს არ მოგიწერს. და კარგადაც მოიქცევა. მალე პანიკა დაგეწყება, აურელიო.
ქ. გ.
15:49 22-10-2024
4
ხვიჩას დაფასება უნდა. იტალიელები არ შეგვაზიზღოს ამ ლაურენტისმა.
10
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული