"ვაპირებ ასეთ ხალხს მოვაკეტინო" - მიქაუტაძე "ოსერთან" მატჩის შემდეგ

AutoSharing Option
ლიგა 1-ის მე-9 ტურში "ლიონმა" "ოსერს" დაუპირისპირდა, მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. მასპინძელთა რიგებში გიორგი მიქაუტაძემ ახალ გუნდში პირველი დუბლი შეასრულა.

შეხვედრის შემდეგ ქართველმა ფორვარდმა DAZN-თან ისაუბრა.

"გამოვიდა თუ არა ბრწყინვალე საღამო? მიუხედავად იმისა, რომ ჩემმა გუნდმა გამარჯვების მოპოვება ვერ მოახერხა, დუბლის შესრულებით ბედნიერი ვარ. ვაპირებ, რომ ასე გავაგრძელო. ზეწოლა? ვერანაირ ზეწოლას ვერ ვგრძნობ. ძალიან მშვიდად ვარ. ჩემს შესახებ არაერთი ჭორი მომისმენია, თუმცა სიმართლე არაფერი ყოფილა. რკინის მენტალიტეტი მაქვს, მუშაობა უნდა გავაგრძელო და ასეთ ხალხს მოვაკეტინო", - განაცხადა მიქაუტაძემ.

შეგახსენებთ, "ლიონი"
ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში 14 ქულით მე-7 ადგილს იკავებს, პიერ საჟის გუნდი მორიგ მატჩს 2 ნოემბერს, გასვლაზე, "ლილის" წინააღმდეგ გამართავს.

altროგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "ოსერთან" მატჩში?

altმიქაუტაძემ ნავსი გატეხა. ქართველმა დუბლი შეასრულა - "ლიონი" "ოსერთან" ფრეს დასჯერდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 7 /
დაიქოქა ჩვენი მგელი..ეგ დუბლი და სხვა მრავალი გიო..როგორ გაგვახარე..წარმატებები შენ და ყველა ქართველს..დიდება საქართველოს..
კიეზა
13:00 28-10-2024
0
ვახ, რა ვინერვიულე, როცა ბურთი აიღო ხელში, პლუს რამდენი ხანი არ დაარტმევინეს პენალტი, მაგრამ საღოლ რა გიო, მაგარი ხარ და თვალდახუჭული გენდობი. ეჭვიც არავის გვეპარებოდა, რომ დაიწყებდი გატანას, ასე გააგრძელე ჟორჟ!!!
ბმბ
14:31 28-10-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული