სერია A-ს მეათე ტურში „ემპოლი“ საკუთარ მოედანზე „ინტერთან“ 0:3 დამარცხდა.
მასპინძელთა გუნდის მცველი საბა გოგლიჩიძე მარკუს ტიურამს ეუხეშა, ჯერ მსაჯმა მატეო მარკეტიმ ყვითელი ბარათი უჩვენა, მაგრამ VAR-მა მომენტის გადამოწმება ურჩია, არბიტრმა ვიდეოგამეორება ნახა, ქართველს ყვითელი ბარათი წითელით შეუცვალა და 31-ე წუთზე გააძევა.
გოგლიჩიძემ სერია A-ში მერვე მატჩში მიიღო მონაწილეობა და სამწუხაროდ, დისკალიფიკაციის გამო 4 ნოემბერს "კომოსთან" ვერ ითამაშებს.
„ინტერი“ 21 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ „ნაპოლის“ 4 ქულით ჩამორჩება, „ემპოლი“ კი 11 ქულით მეთერთმეტე პოზიციაზეა.
ემპოლი. „კარლო კასტელანი“
ემპოლი - ინტერი 0:3
გოლები: 0:1 ფრატეზი (50), 0:2 ფრატეზი (67), 0:3 მარტინესი (79)
გამოცდილებას მიიღებს და მომავალში გაითვალისწინებს.
წარმატებები საბას და საქართველის ნაკრებს!
ნაკრებს კარგი ბიჭი ეზრდება!!!