"ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, მომავალ ზაფხულს "რეალმა" კვარაცხელია იყიდოს" - იტალიელი ჟურნალისტი

AutoSharing Option
იტალიელმა ჟურნალისტმა ჟერარდო ფასანომ AreaNapoli-სთან ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. მან იმის შესახებ თქვა, რა შემთხვევაში შედგება ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერი მადრიდის "რეალში" მომავალ ზაფხულს.

"ხვიჩას არასდროს დაუმალავს, რომ "რეალის" გულშემატკივარია. ფრთხილად იყავით, შესაძლოა, მან თავისი ოცნება მომავალ ზაფხულს აისრულოს და მადრიდული გუნდის ფორმა მოირგოს.

ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ "სამეფო კლუბს" ვინისიუსი დატოვებს და საუდის არაბეთს მიაშურებს. ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, "რეალმა" სწორედ ფოკუსირება კვარაცხელიაზე მოახდინოს", - განაცხადა ფასანომ.
მკითხველის კომენტარები / 14 /
ჰო ,კი, გეთანხმები ნამდვილად, უტყუარად 100% აუცილებლად ასე იქნება. შენ კიდევ რეალის პირად ჟურნალისტად აგიყვანენ
დავით
03 ნოემბერი 2024 14:29
2
ისედაც მბაპე და ვინისიუსი ჭამენ ერთმანეთს მარცხენა ფლანგზე და ხვიჩას მანდ ვინ მიიყვანს
nika
03 ნოემბერი 2024 13:38
5
Ნეტაი თქვენ, საქმე გამოგლევიათ
Ნიკოლოზი
03 ნოემბერი 2024 13:31
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული