ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"ლუკმენი თუ კვარაცხელია? ქართველი ყოველთვის ერთსა და იმავეს აკეთებს, მაგრამ..." - ფედელემ შემტევები შეადარა

AutoSharing Option
"პარმას" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა და საფეხბურთო აგენტმა ენრიკო ფედელემ, Radio Marte-სთან ინტერვიუში ერთმანეთს "ნაპოლისა" და "ატალანტას" შემტევები ხვიჩა კვარაცხელია და ადემოლა ლუკმენი შეადარა.

"ვის ავირჩევ ლუკმენსა და კვარაცხელიას შორის? ნიგერიელი უფრო გამტანი ფეხბურთელია, მაგრამ ნაკლებად ტექნიკურია. "კვარა" კი იწყებს და ყოველთვის ერთსა და იმავეს აკეთებს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქართველი მიმდინარე სეზონში "ნაპოლის" ბომბარდირია. საქმე ორ განსხვავებულ მოთამაშესთან გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ერთ პოზიციაზე თამაშობენ. ლუკმენს მეტი ძალა და უკეთესი საგოლე სერია აქვს.

"კვარამ" და ლუკაკუმ ყოველთვის უნდა ითამაშონ,
რადგან მათ სათანადო შემცვლელები არ ჰყავთ", - განაცხადა ფედელემ.

altკვარაცხელია თუ ნერესი. "არ მესმის, რა უნდა ამ ხალხს ქართველისგან?" - ფედელე ხვიჩას გამოექომაგა

alt"ხვიჩა წავა, ახლა თუ არა, ერთი წლის შემდეგ" - ფედელე "ნაპოლის" პრობლემის მოგვარებისკენ მოუწოდებს

alt"გვიან მიხვდნენ, რომ მოედანზე იყვნენ" - ფედელემ "კვარა" და ლუკაკუ გააკრიტიკა