Arenanpoli: ჯუღელმა "ნაპოლის" კვარაცხელიას 2022 წელს მათ გუნდში გადაყვანის გამო, ბონუსი მოსთხოვა

AutoSharing Option
Arenanpoli წერს, რომ ხვიჩა "ნაპოლისთან" ხვიჩა კვარაცხელიას ახალი კონტრაქტის გაფორმების საკითხი კვლავ ჩიხშია შესული და მხარეები შეთანხმებასთან ისევ შორს არიან.

ჩვენებურის მხარე ხელფასის 8 მილიონამდე გაზრდასა და გამოსასყიდ თანხად 80 მილიონი ევროს ჩაწერას ითხოვს, რასაც "პარტენოპეი" არ ეთანხმება.

დღევანდელი II Matino კი გვაუწყებს, რომ ამ ზაფხულს "ნაპოლის" პსჟ კვარაცხელიას სანაცვლოდ 110 მილიონ ევროს, ხოლო ფეხბურთელს გასამრჯელოდ სეზონურად 11 მილიონ ევეროს სთავაზობდა, მაგრამ დე ლაურენტისმა ეს წინადადება დაბლოკა.

Arenanpoli ჩვენთვის კიდევ ერთ საინტერესო ამბავზე წერს და აღნიშნავს, რომ კვარაცხელიას აგენტმა მამუკა
ჯუღელმა "ნაპოლისგან" 2022 წელს ხვიჩას გუნდში მოყვანის გამო ბონუსი მოითხოვა.

ზემოთ აღნიშნული წყარო ხაზს უსვამს, რომ ახლა ეს საკითხი ნაკლებად თუ განიხილება, რადგან სხვა ჯერ კიდევ ბევრი სხვა საკითხი არის გადასაწყვეტი.

შეხესენებისთვის, 2022 წელს "ნაპოლიმ" კვარაცხელია ბათუმის "დინამოდან" 10 მილიონ ევროდ შეიძინა.
მკითხველის კომენტარები / 21 /
სპორტალ. ჩემი სახელით რომ აკომენტარებს იმ ვირთხას რატომ არ უბლოკავ? ან მე მომეცი მისი მონაცემები და აქ გულისრევის შეგრძნებები ყველას გაუვლის
დავით 67
10:26 23-11-2024
0
ნაპოლი ძალიან ბინძურად იქცევა, მაგრამ არაა ჯუღელი ადვილად გადასაგდები ტიპი.პირველი წლის ტრიუმფის შემდეგ, ცენტიც არ მოუმატეს ხვიჩას. რომ შეეთავაზებინათ 5 მილიონი(არადა გაცილებით მეტს იმსახურებდა),ხვიჩაც განაახლებდა კონტრაქტს.ახლა გვიანია უკვე, ხვიჩას ზაფხულში შეეძლება 2.6 მილიონის გადახდით თავისუფალი აგენტი გახდეს(არ დაიწყოთ ახლა 5 წლიანი კონტრაქტი აქვს და ვერ დაარღვევსო. ჩაიხედეთ ფიფას წესებში და მიხვდებით რასაც ვამბობ).აიღებს ბარსასგან 50-60 მილიონს და ხეფასად 8-12 მილიონს.და ითვალოს მერე ლაურინტესმა მიუღებელი მილიონები.
მირიან
10:39 22-11-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული