Arenanpoli: ჯუღელმა "ნაპოლის" კვარაცხელიას 2022 წელს მათ გუნდში გადაყვანის გამო, ბონუსი მოსთხოვა

AutoSharing Option
Arenanpoli წერს, რომ ხვიჩა "ნაპოლისთან" ხვიჩა კვარაცხელიას ახალი კონტრაქტის გაფორმების საკითხი კვლავ ჩიხშია შესული და მხარეები შეთანხმებასთან ისევ შორს არიან.

ჩვენებურის მხარე ხელფასის 8 მილიონამდე გაზრდასა და გამოსასყიდ თანხად 80 მილიონი ევროს ჩაწერას ითხოვს, რასაც "პარტენოპეი" არ ეთანხმება.

დღევანდელი II Matino კი გვაუწყებს, რომ ამ ზაფხულს "ნაპოლის" პსჟ კვარაცხელიას სანაცვლოდ 110 მილიონ ევროს, ხოლო ფეხბურთელს გასამრჯელოდ სეზონურად 11 მილიონ ევეროს სთავაზობდა, მაგრამ დე ლაურენტისმა ეს წინადადება დაბლოკა.

Arenanpoli ჩვენთვის კიდევ ერთ საინტერესო ამბავზე წერს და აღნიშნავს, რომ კვარაცხელიას აგენტმა მამუკა
ჯუღელმა "ნაპოლისგან" 2022 წელს ხვიჩას გუნდში მოყვანის გამო ბონუსი მოითხოვა.

ზემოთ აღნიშნული წყარო ხაზს უსვამს, რომ ახლა ეს საკითხი ნაკლებად თუ განიხილება, რადგან სხვა ჯერ კიდევ ბევრი სხვა საკითხი არის გადასაწყვეტი.

შეხესენებისთვის, 2022 წელს "ნაპოლიმ" კვარაცხელია ბათუმის "დინამოდან" 10 მილიონ ევროდ შეიძინა.
მკითხველის კომენტარები / 21 /
8 მილიონი და 10ცალი ნაღდი(პრიზონის).
არ ეკუთვნის ბონუსი ისე?
მისმა მიყვანილია ფეხბურთელმა 10ე ადგილის გუნდი გააჩემპიონა და სეზონის MVP გახდა.
არ იქნებოდა უხვიჩაოდ 10ე ადგილის გუნდი?
ირბენდნენ ანგისა და ოსიმენი უთავო ქათმებივით
Levani
17:06 21-11-2024
11
დიახაც საუკეთესო დაცვა თავდასხმაა უნდა მოსთხოვოს ბონუსიც და სხვა რამეებიც და ერთი ნაბიჯით არ დაიხიოს უკან ! უკან დაიხევს და უფრო შეჯდებიან თავზე @@
zura222
15:06 21-11-2024
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული