ირაკლი აზაროვი - 22 წლის. ამ სეზონში კლუბში 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 443 წუთი ითამაშა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.
„გასული წლის აგვისტოში „შახტარმა“ ბევრისათვის მოულოდნელად „ცრვენა ზვეზდასგან“ 3 მილიონ ევროდ მარცხენა მცველი ირაკლი აზაროვი შეიძინა. მან 2023/24-ის სეზონში „მეშახტეთა“ რიგებში უკრაინის პრემიერლიგის 22 მატჩში ითამაშა,
შექმნილი გარემოებებიდან გამომდინარე, იანვარში აზაროვის გაყიდვა "შახტარისთვის" უფრო ლოგიკური გადაწყვეტილება იქნება, რადგან იმის გათვალისწინებით, რომ ჩემპიონთა ლიგაზე არ თამაშობს, ნაკლებად სავარაუდოა ქართველი ლეგიონერის ღირებულება გაიზარდოს. მეტიც, დღეს „მეშახტეების“ მენეჯმენტის გადაწყვეტილება ზაფხულში ირაკლის გაყიდვაზე უარის თქმის შესახებ აბსოლუტურად ალოგიკურად გამოიყურება, როდესაც უკრაინულმა კლუბმა ორი შეთავაზება მიიღო, მათ შორის 10-მილიონიანიც.
ობიექტურად რომ ვთქვათ, "შახტარში" აზაროვის სტატუსის დაქვეითების მიზეზი შეიძლება იმით აიხსნას, რომ ქართველი მცველი ჯერ კიდევ არ არის საკმარისად შედეგიანი, რამეთუ ქვეყნის პირველობის 27 დაპირისპირებაში 3 საგოლე პასი სულაც არ არის მაჩვენებელი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს აღმაფრთოვანებელი გამოხმაურებები (გავიხსენოთ ისმაილი, რომელმაც ჩვენს კლუბში ერთ სეზონში თავისი ფორმის პიკზე 5-7 საგოლე გადაცემა გააკეთა). დაცვაშიც ირაკლის მიმართ პრაქტიკულად ყოველთვის არსებობს კითხვები. გუნდისთვის ურიგო არ იქნება აზაროვის გაყიდვა და პედრო ენრიკესთვის კონკურენციის შექმნის მიზნით ისეთი მარცხენაფლანგელის შეძენა, რომელიც მომავალში, შესაძლოა, ამ პოზიციაზე უპირობოდ გახდება სასტარტოს ფეხბურთელი“.