საფეხბურთო აგენტმა ვინჩენცო მორაბიტომ Radio Marte-სთან ინტერვიუში ქართველი გააკრიტიკა და ურჩია, რომ დე ლაურენტისის შეთავაზებულ პირობებს დათანხმდეს.
"მაქვს თუ არა რაიმე ინფორმაცია "კვარას" კონტრაქტის თაობაზე? იმედი მაქვს შეთავაზებას დათანხმდება და ახალი პროექტის მთავარი სახე იქნება. კონტე ყველა ფეხბურთელს უკეთესს ხდის და აუმჯობესებს, "ნაპოლი" სკუდეტოს მოსაგებად მუდამ იბრძოლებს.
თუ ქ
არ უნდა დავივიწყოთ ისიც, რომ კლუბმა ბიუჯეტი უნდა დააბალანსოს, ამის საუკეთესო მაგალითი "ლიონია", რომლებმაც თანხა არამიზნობრივად დახარჯეს და დღეს 500 მილიონის ვალდებულება გააჩნიათ", - განაცხადა მორაბიტომ.
ქართველების უსიამოვნო კომენტარები კვარაცხელიას ტრავმაზე და რას იზამს "ნაპოლი" ხვიჩას გარეშე...