"ნაპოლისთვის" კარგია, რომ ტრავმა მიიღო და ვერ ითამაშებს" - პრანდელი კვარაცხელიაზე

AutoSharing Option
ცნობილმა იტალიელმა მწვრთნელმა ჩეზარე პრანდელიმ რადიო Kiss Kiss Napoli-სთან ინტერვიუში "პარტენოპეის" შესახებ ისაუბრა. "რომას" ყოფილმა თავკაცმა კომენტარი ტრავმირებულ კვარაცხელიაზეც გააკეთა.

გამოცდილი სპეციალისტის თქმით, ქართველის მოედანზე არყოფნა "ნაპოლის" უფრო არაპროგნოზირებადს გახდის.

"უდავოა, რომ კონტემ შემტევების გაუმჯობესებაზე უნდა იმუშაოს, რადგან დაცვითი ხაზი შედარებით საიმედოდ თამაშობს. ეჭვიც არ მეპარება, რომ ანტონიო ამ ასპექტზე ყურადღებას გაამახვილებს.

კვარაცხელიას არყოფნა? რა თქმა უნდა, მძიმეა. მაგრამ "ნაპოლის" ღრმა შემადგენლობა ჰყავს. პარადოქსულია, მაგრამ ქართველის გარეშე "პარტენოპეი" უფრო არაპროგნოზირებადი გახდება", - განაცხადა პრანდელიმ.

შეგახსენებთ, იტალიელი სპეციალისტი ბოლოს "ფიორენტინას" წვრთნიდა.

alt

"ამ ძვირფას ქართველზე შეურაცხყოფას მიზანმიმართულად ახდენენ, არ ვიცი მათ ადამიანები თუ უნდა ვუწოდო..." - პეტრიაშვილმა და ლიპარტელიანმა კვარაცხელიაზე ისაუბრეს

altქართველების უსიამოვნო კომენტარები კვარაცხელიას ტრავმაზე და რას იზამს "ნაპოლი" ხვიჩას გარეშე...

alt"როგორც მე შემატყობინეს, კვარაცხელია ამ პერიოდს გამოტოვებს" - ფედელემ და Gazzetta Dello Sport-მა ხვიჩას ტრავმაზე ახალი ინფორმაცია გაავრცელეს
 

მკითხველის კომენტარები / 7 /
მწვრთნელმა როგორ უნდა თქვას ფეხბურთელზე ტრანვა კაიაო გინდ კაი გაგებით უდინეზესთან ნახავ კვარას გარეშე რა ფარჩაკია კონტეს გუნდი
ემიგრანტი
15:39 13-12-2024
2
პროგნოზირებადი გინდოდა გეთქვა,რომ ყველა მატჩს წააგებს კვარას გარეშე
სვანსკი
14:53 13-12-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული