სერიალი Rinnovo Kvara სრულდება - ცნობილი გახდა შეთანხმების პირობები

AutoSharing Option
Sport Mediaset-ი ირწმუნება, რომ „ნაპოლიმ“ და ხვიჩა კვარაცხელიას წარმომადგენელმა ფეხბურთელის კონტრაქტის განახლებაზე შეთანხმებას მიაღწიეს.

გამოცემის ჟურნალისტი კარლო ლანდონი წერს, რომ ქართველი თანამშრომლობის გახანგრძლივების სანაცვლოდ წლიურ გასამრჯელოდ მთლიანობაში 6 მილიონ ევროს მიიღებს, კლუბი კი ძალიან მომგებიან ვითარებაში აღმოჩნდება, რამეთუ მომავალში გაყიდვის შემთხვევაში, დიდი თანხის მიღება ექნება გარანტირებული, ვინაიდან მიუხედავად ხელშეკრულების გაგრძელებისა, ხვიჩა გრანდების (მანჩესტერი, პსჟ და ბარსელონა) კონკრეტულ სამიზნედ რჩება, რომლებიც გაცილებით მაღალ სეზონურ ანაზღაურებას (9-10 მილიონი) სთავაზობენ.

და რაც მთავარია: ყველაზე რთული მოლაპარაკებების საკითხში გამოსასყიდი ფასი იყო, „კვარას“ მხარე 60
მილიონის დაფიქსირებას ითხოვდა, კლუბი მინიმუმ 100 მილიონს, ხოლო საბოლოოდ კომპრომისულ ვარიანტზე, 80 მილიონზე შეჯერდებიან. ერთი სიტყვით, ეს გაწელილი ისტორია დასასრულს უახლოვდება? ვნახოთ...

მკითხველის კომენტარები / 7 /
ეს კარგი იმ შემთხვევაში იქნება თუ სეზონის ბოლოს გაყიდიან, დანარჩენ შემთხვევაში წამგებიანია. მე მბაპეს ვარიანტი უკეთესი მეჩვენება.
ჟორა
11:21 14-12-2024
4
ალბათ სიმართლე იქნება!დე ლაურენტისმა ბოლომდე მინიმალურ ხელფასზე ათამაშა,ბოლო კაპიკამდე გამოწურა და სავარაუდოდ ამ ზამთარშივე გაჰყიდის,80 მილიონად.კიდევ რომ გაეჭიანურებინა,ხვიჩა საერთოდ შეწყვეტდა მოლაპარაკებას.თუ არ გაიყიდა,დე ლაურენტისი არც მაშინ იქნება წაგებაში,რადგან ხვიჩა ნამდვილად იმსახურებს მაგ ხელფასს.თვითონ ხვიჩას მიზანი,მისაღები გამოსასყიდის ჩაწერა იყო და ეს კონტრაქტი მისთვის მისაღები უნდა იყოს.
სოსო
11:14 14-12-2024
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული