ხვიჩას გარეშე - "ნაპოლიმ" "უდინეზეს" თამაში შემოუტრიალა

AutoSharing Option
სერია A-ს მეთექვსმეტე ტურში „ნაპოლიმ“, რომელსაც ტრავმირებული ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაეხმარა, გასვლაზე „უდინეზეს“ 3:1 სძლია.

სტუმრები ინიციატივას ფლობდნენ, მასპინძლები კი დაწინაურდნენ - დარტყმული ბურთი საჯარიმოში ხელზე ლობოტკას მოხვდა, ტოვენს პენალტიდან გატანა მეკარე მერეტმა არ დაანება, მაგრამ მან მოგერიებულ ბურთზე ყველას დაასწრო. ხვიჩას შემცვლელის, ნერესის სამ ცდას შედეგი არ მოჰყვა, ანგისას დარტყმული ბურთი ზედ კარის ხაზიდან მცველმა ეჰიზიბეუმ გამოიტანა და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.

შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეიცვალა, ნეაპოლურმა გუნდმა მეტოქის კარზე იერიშების მიტანა გააგრძელა: ჯერ ლუკაკუმ ანგარიში გაათანაბრა,
მერე ნერესის დარტყმული ბურთი ჯანეტიმ საკუთარ კარში ჩაჭრა, ხოლო 81-ე წუთზე ანგისამაც გაიტანა

„ნაპოლი“ 35 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ „ატალანტას“ 2 ქულით ჩამორჩება და 21 დეკემბერს სტუმრად „ჯენოას“ დაუპირისპირდება.

უდინე. „დაჩია არენა“
უდინეზე - ნაპოლი 1:3
გოლები: 1:0 ტოვენი (22), 1:1 ლუკაკუ (50), 1:2 ჯანეტი (77, საკ. კარში), 1:3 ანგისა (81)
გამოუყენებელი პენალტი: ტოვენი (22, უდინეზე)

altსერიალი Rinnovo Kvara სრულდება - ცნობილი გახდა შეთანხმების პირობები

მკითხველის კომენტარები / 10 /

ნაპოლის შემთხვევაში, კლუბის გარემოცვისათვის ნერეშის გაპიარება არ არის ცუდი ყველა შემთხვევაში. ბოლოსდაბოლოს 30 მლნ-მდე გადაიხადეს. რაც ნაპოლისთვის ცოტა არაა.მაგრამ ვერ ვხდები ამ ჩვენი გულშემატკივრის ნაწილის განწყობებს. თითქოს ვინმე ნორჩი, უცნობი ტალანტი გამოჩენილიყოს. ნერეში საკმაო ასაკში არის და იმდენიც აქვს ნათამაშები, რომ მისი შესაძლებლობები სრულად გამოვლენილი აქვს, რაიმე უცხოს და კარდინალურად ახალს ამ ასაკში თითქმის აღარ იძენენ ხოლმე ფეხბურთელები.მართალია, რომ ჰქონდა კარგი თამაში, არა რაიმე განსაკუთრებული, მაგრამ როგორც შეფასებებია, სადღაც 7.2.-ზე. იქნება და ზოგჯერ ამაზე ბევრად უკეთესადაც ითამაშებს, მაგრამ მთლიანობაში ის ვერასოდეს მიაღწვს იმ კლასს, რაც ხვიჩასთვის ბუნებრივია. შესაბამისად ის არის მისი ფასის (რის განსაზღვრაში პორტუ-ბენფიკას ბადალი არ მოეძებნებათ) შესადარი ფეხბურთელი.კონკრეტულად ამ თამაშში მის ფლანგზე უდინეზეს ძალიან ნელი და მოუქნელი მცველი ჰყავდა დასაწყისში, სანამ გადაეწყობოდნენ.მთლიანად უდინე ამ ეტაპზე ძალიან სუსტ ფეხბურთს(განსაკუთრებით დაცვის ფაზაზე)აჩვენებს. თქვე კარგო ხალხო, სულ რამდენიმე დღის წინ არ იყო ლაციოსთან, თასზე მთლიანად ითამაშა.ჩემპში შეცვლაზე და რა? თითქმის -0. დიახ სწორედაც ასე - 0. თანამედროვე, ძლიერ გუნდებთან ნერეშისნაირი ფეხბურთელები დღესდღეობით გამოუსედაგარია. ეგ კი არა და ლამის გრილიშზე ამბობენ უკვე უარს. დღესდღეობით ნახევარმცველს, ვინგერს მეტი უნივერსალიზმი მოეთხოვება. აი სწორედ მანდ არი, მაგ ლეველზეა ხვიჩა და ძმანნი მისნი (ორი ხელის თითი გეყოფა მათ ჩამოსათვლელად). საბოლოო ჯამში ეს ყოველივე იტალიელების საკმაოდ უბადრუკ მცდელობად იკვეთება: ხვიჩას ფონზე ნერეშის წამოწევა. არაფერს სახეიროს ეს არ მოიტანს. ბოლოსდაბოლოს იმოდენა იმედგაცრუება მოჰყვება, რომ არ დამთავრდება კარგად თავად ამ ბიჭისათვის. ხვიჩას ტალანტი ბევრს გაუძლებს, ნერეში კი გაისრისება უბრალოდ და არც ვინმე ქომაგი გამოუჩნდება. პიარს და ათასი ჯურის ტექნო ხრიკებს ბევრი "მამაძაღლობა" შეუძლია, მაგრამ ტიტულები საბოლოო ჯამში მაინც ხვიჩასნაირ ჩემპიონ ბიჭებს მოაქვს. ეკრანზე ყელყელაობით, თუ კლავიატურაზე ტანკი-ტუნკით არ იქმნება რაიმე ღირებული ფასეულობა, მხოლოდ მულიაჟი, ფარსი და საუკეთესო შემთხვევაში მირაჟი.
ამატაკი
03:38 15-12-2024
0
რამდენი ადამიანი ბოროტად მსჯელობს, ოღონდ ნერეშს არ ეთამაშა კარგად და ყველაფერზე წამსვლელები იყვნენ,მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ. რატომ არ გინდათ ჯანსაღი კონკურენცია? დღევანდელი მოცემულობით კვარა არ სჯობს ნერეშს. შეიძლება ითქვას თანაბრად არიან. უბრალოდ კონტე უფრო ენდობა კვარაცხელიას.
დავით
02:27 15-12-2024
1

სიახლეები პოპულარული