"უოტფორდის" გამარჯვება და ჩაკვეტაძის მაღალი შეფასებები [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონშიფის ოცდამეერთე ტურში „უოტფორდმა“ საკუთარ მოედანზე „ვესტ ბრომვიჩი“ 2:1 დაამარცხა.

დუბლი ვაკუნ ბაიომ შეასრულა, რომელსაც ორივე საგოლე გადაცემა როკო ვატამ გაუკეთა.

მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშა და ბაიოს შემდეგ ანალიტიკური საიტებისგან ორივე გუნდიდან ყველაზე მაღალი შეფასებები მიიღო: whoscored 8.2, sofascore 7.9, flashscore 7.9.

„უოტფორდს“ 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 34 ქულით მეშვიდე ადგილზეა და 21 დეკემბერს გასვლაზე „ბარნლის“ დაუპირისპირდება.

უოტფორდი. „ვიკარიჯ როუდი“
უოტფორდი - ვესტ ბრომვიჩი 2:1
გოლები: 1:0 ბაიო (35), 2:0 ბაიო (50), 2:1 მოლამბი (67)

altჩაკვეტაძის

"უოტფორდი" "ჰალთან" წაგებას გადაურჩა
მკითხველის კომენტარები / 8 /
ინგისური ერᲗი სიტყვაც არ ვიცი, მაგრამ ორივე კომენტატორი სულ chakvetadze-ს გაიᲫახოდენ. საკუᲗარ ნახევრიდან მოწინაამᲦდეგის საჯარიმომდე 5-6 ჯერ Ჩაიტანა ბურᲗი. ორჯერ საკუᲗარ მოედანზევე Შემოეხვნიენ სად გარბიხარ Შე კაცო სინდისი არ გაქვსოო(ორივე ჯერზე ყვიᲗლებზე დააჯდინა). სულ მეᲨინოდა რადგანაც იგებდნენ, მწვრᲗნელი 70+ წუᲗის Შემდეგ Შეცვლიდა და მოწინააᲦმდეგე მᲗელი ᲫალიᲗ Შეუტევდა. მაგრამ როგორც იქნა მწვრᲗველმა გამოიტანა სწორი გადაწყვეტილება და ბოლომდე არ Შეცვალა.
მაგარი ᲗამაᲨი ჰქონდა, მაგრამ სტატისტიკაც არის საᲭირო. ისე, დᲦეს როგორც იქნა მიიᲦო გადაწყვეტილება და 3-4-ჯერ დაარტყა კარებᲨი მაგრამ არ გაუმარᲗლა
ნიკი
23:31 15-12-2024
1
რა მაგარია და როგორ მიკვირს მეტ გოლებს რომ ვერ იტანს რატომ?? უძლიერესი იქნებოდა ბევრი რომ გაქონდეს სულ ტოპ გუნდებში ითამაშებდა.
Givi
23:14 15-12-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული