ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

კონტრაქტი მზადაა - კვარაცხელია პარიზში გასამგზავრებლად ნებართვას ელის

AutoSharing Option
"ეკიპის" ცნობით, საფრანგეთში მიმდინარე მოლაპარაკებებზე "ნაპოლიმ" და პსჟ-მა ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე ყველა დეტალზე შეთანხმებას მიაღწიეს.

ხვალ დილით მხარეები კონტრაქტს გააფორმებენ და კვარაცხელია "პარი სენ ჟერმენს" 4.5-წლიანი ხელშეკრულებით დაუკავშირდება.

ხვიჩამ დღეს "ნაპოლის" ბაზაზე ინდივიდუალურად ივარჯიშა და პარიზში სამედიცინო შემოწმების გასავლელად ნებართვას ელის. თუ რაიმე არ შეიცვალა, ის დანიშნულების ადგილზე ოთხშაბათს გაემგზავრება და ამ კვირაში გახდება პსჟ-ის ფეხბურთელი.

საფეხბურთო ექსპერტი ჩირო ვენერატო იტყობინება, რომ პარიზული კლუბი ქართველის სანაცვლოდ დაახლოებით 75 მილიონ ევროს გადაიხდის, ფეხბურთელის წლიური გასამრჯელო კი 9+2 მილიონი იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ