ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"ლივერპული?" ხვიჩასთვის ძლიერი მეტოქე არ არსებობს" - ზაზა ჯანაშიამ "კვარაზე" ისაუბრა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა, ზაზა ჯანაშიამ RB Sport-თან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

ჯანაშიას თქმით, ხვიჩა ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში "ლივერპულს" გაუტანს.

"ხვიჩა "ლივერპულს" აუცილებლად გაუტანს, არის თუ არა ინგლისური გუნდი რთული მეტოქე? ხვიჩასთვის რთული მეტოქეები არ არსებობს, მას ყველა მატჩში გოლის გატანა შეუძლია, იღბლიანი ფეხბურთელია.

შეუძლია თუ არა პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგის მოგება? პირადად მე, "რეალის" გულშემატკივარი ვარ, მაგრამ თუ "რეალი" პსჟ-ს შეხვდება, ფრანგულ კლუბს ვუქომაგებ", - განაცხადა ჯანაშიამ.

შეგახსენებთ, პსჟ-სა და "ლივერპულის" პირველი მატჩი პარიზში 5 მარტს გაიმართება, გუნდებს
შორის კი საპასუხო შეხვედრა 11 მარტს შედგება.

altდღეს მიქაუტაძე და კვარაცხელია ერთმანეთის წინააღმდეგ - მეკარე დონარუმასთან ინცინდენტის შემდეგ...

altლუის ენრიკე: "კვარას" ტრანსფერის მიზანი გუნდის გაძლიერება იყო - "ლივერპულთან" შანსები 50/50-ზეა