გოგლიჩიძის "ემპოლიმ" თასიდან "იუვენტუსი" გამოაგდო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
იტალიის თასის მეოთხედფინალში „ემპოლიმ“ გასვლაზე „იუვენტუსი“ პენალტების სერიაში დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.

სტუმართა გუნდის მცველი საბა გოგლიჩიძე არდიან ისმაილის ნაცვლად შესვენების შემდეგ შევიდა შეცვლაზე და ყვითელი ბარათი მიიღო - შეფასებები: flashscore 6.8, sofascore 6.6.

"ემპოლი" 1/2-ფინალში "ბოლონიას" შეხვდება - 2 აპრილს სახლში, 23 აპრილს კი გასვლაზე.

„ემპოლი“ მომდევნო მატჩს 2 მარტს ჩაატარებს - სერია A-ს ოცდამეშვიდე ტურში სტუმრად „ჯენოას“ დაუპირისპირდება.

ტურინი. „ალიანც სტადიუმი“
იუვენტუსი - ემპოლი 1:1 (პენ 2:4)
გოლები: 0:1 მალე (24), 1:1 ტიურამი (66)

alt"ემპოლი" "ატალანტასთან" განადგურდა

მკითხველის კომენტარები / 1 /
ყოჩაღ ბიჭებს.
ჟორა
10:07 27-02-2025
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული