L'Équipe: "ლიონმა" კვარაცხელიას გამო პსჟ-ს უჩივლა და მატჩის შედეგის გაუქმება მოითხოვა

AutoSharing Option
„ეკიპის“ ცნობით, „ლიონმა“ პსჟ-ს მიმართ საფრანგეთის პროფესიული ლიგის (LFP) იურიდიულ კომისიაში ოფიციალური საჩივარი ხვიჩა კვარაცხელიას მათთან ქვეყნის პირველობის 23-ე ტურის მატჩში მონაწილეობის გამო შეიტანა.

„ლიონის“ პრეზიდენტი ჯონ ტექსტორი მიიჩნევს, რომ კვარაცხელიას „პარი სენ ჟერმენში“ გადასვლა შესაძლებელი მხოლოდ კლუბის საზღვარგარეთიდან დაფინანსების წყალობით გახდა, რაც რეგლამენტის 556-ე და 560-ე პუნქტების დარღვევაა. ის აგრეთვე ირწმუნება, რომ უცხოური სუბსიდიები კანონით დაუშვებელია და ახალი ფეხბურთელისთვის კონტრაქტის გაფორმება და დარეგისტრირება LFP-ის ადმინისტრაციული რეგლამენტის გვერდის ავლით მოხდა. „ოლომპიკის“ მფლობელი პსჟ-სთვის წაგების ჩათვლას მოითხოვს.

ხვიჩამ „ლიონთან“ საგოლე გადაცემა
გააკეთა, 68-ე წუთზე შეცვალეს და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

altასე იწყებოდა მიქაუტაძისა და კვარაცხელიას გუნდების დაპირისპირება მატჩამდე წუთებით ადრე - რა გააკეთა "ლიონის" მფლობელმა პსჟ-ის პრეზიდენტის საპასუხოდ [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 15 /
ეს თუ მართლა ასეა და ასეთი პრინციპულები თუ არიან აქამდე სად იყვნენ? რომ მოეგოთ,ასიანია,ასე არ აყროყინდებოდნენ.
ნაძირლობაა ეს!
ბრაზი
10:21 27-02-2025
5
ბიჭის კარიერის დანგრევა გინდათ,თქვე სამი ქულის მათხოვრებო?! არ გაგივათ!
კოტე
10:36 27-02-2025
13
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული