"კონტემ დაკარგა ფეხბურთელი, რომელიც მატჩებს მარტო იგებდა" - პანდევმა კვარაცხელიაზე ისაუბრა

AutoSharing Option
ვეტერანმა ფეხბურთელმა გორან პანდევმა, Il Mattino-სთან ინტერვიუში "ნაპოლის" შესახებ ისაუბრა.

"ვინ მოიგებს სკუდეტოს? იმედი მაქვს, წინ საინტერესო დაპირისპირებებს ვიხილავთ და ინტრიგა ბოლო ტურამდე შენარჩუნდება, ვისურვებდი, რომ ჩემპიონატი "ინტერმა" ან "ნაპოლიმ" მოიგოს, თუმცა "ატალანტას" ჩამოწერაც არ შეიძლება, "ბერგამოელები" ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ, მთელ ძალებს სერია A-სკენ მიმართავენ.

კონტემ ნებისმიერ შემთხვევაში ბრწყინვალე სამუშაო ჩაატარა და ის უკვე გამარჯვებულია. ანტონიოს უამრავი ტრავმირებული მოთამაშე ჰყავს და კვარაცხელიას სახით გაყიდეს ფეხბურთელი, რომელიც მატჩებს მარტო იგებდა, ალბათ, კონტეს იმედი ჰქონდა, რომ "ნაპოლი" ქართველის გასხვისების შემდეგ სატრანსფერო
ბაზარზე იაქტიურებდა, მაგრამ "პარტენოპეიმ" მნიშვნელოვანი ფეხბურთელის დამატებაზე უარი თქვა, რაც ამ კლუბისთვის დამახასიათებელია", - განაცხადა პანდევმა.

შეგახსენებთ ჩრდ. მაკედონიელი ფეხბურთელი სხვადასხვა დროს "ლაციოს", "ინტერის", "ნაპოლისა" და "გალათასარაის" ღირსებას იცავდა.

altL'Équipe: "ლიონმა" კვარაცხელიას გამო პსჟ-ს უჩივლა და მატჩის შედეგის გაუქმება მოითხოვა

altხვიჩას მოპოვებული პენალტი - პსჟ-მა "სტად ბრიოშინი" გაანადგურა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 4 /
ა კაცი, რომელსაც დიდი ფეხბურთი აქ ნათამაშები და იცის ფეხბურთი რასაც ამბობს მართალს ამბობს! კვარას წამოსვლით უფრო იგრძნობს მთელი ნეაპოლი მის სიდიადეს და ძლევამოსილებას, ტუ რა დონის ისტორიული შეცდომა დაუშვეს, კვარას გარეშე ნეაპოლი ჩაქრა. განსაკუთრებით ის ძუნწი ლავრენტა იგრძნობს! იმის ნაცვლად რომ კვარასათვის ღირსეული და დამსახურებული ხელფასი მიეცა ვაჭრობა დაიწყო! იქეთ კონტემაც მიცა ბანი, შეუცვლელი არავინარისო..! აგერ ფაქტი კვარაც დაკარგეს და სკუდეტოც!.
ირაკლი
20:11 27-02-2025
2
მიქაუტაძის 100 გოლი
https://x.com/MikautadzeG/status/1895045538505961818
უფროსი გენერალური მდივანი
16:36 27-02-2025
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული