"კონტემ დაკარგა ფეხბურთელი, რომელიც მატჩებს მარტო იგებდა" - პანდევმა კვარაცხელიაზე ისაუბრა

AutoSharing Option
ვეტერანმა ფეხბურთელმა გორან პანდევმა, Il Mattino-სთან ინტერვიუში "ნაპოლის" შესახებ ისაუბრა.

"ვინ მოიგებს სკუდეტოს? იმედი მაქვს, წინ საინტერესო დაპირისპირებებს ვიხილავთ და ინტრიგა ბოლო ტურამდე შენარჩუნდება, ვისურვებდი, რომ ჩემპიონატი "ინტერმა" ან "ნაპოლიმ" მოიგოს, თუმცა "ატალანტას" ჩამოწერაც არ შეიძლება, "ბერგამოელები" ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ, მთელ ძალებს სერია A-სკენ მიმართავენ.

კონტემ ნებისმიერ შემთხვევაში ბრწყინვალე სამუშაო ჩაატარა და ის უკვე გამარჯვებულია. ანტონიოს უამრავი ტრავმირებული მოთამაშე ჰყავს და კვარაცხელიას სახით გაყიდეს ფეხბურთელი, რომელიც მატჩებს მარტო იგებდა, ალბათ, კონტეს იმედი ჰქონდა, რომ "ნაპოლი" ქართველის გასხვისების შემდეგ სატრანსფერო
ბაზარზე იაქტიურებდა, მაგრამ "პარტენოპეიმ" მნიშვნელოვანი ფეხბურთელის დამატებაზე უარი თქვა, რაც ამ კლუბისთვის დამახასიათებელია", - განაცხადა პანდევმა.

შეგახსენებთ ჩრდ. მაკედონიელი ფეხბურთელი სხვადასხვა დროს "ლაციოს", "ინტერის", "ნაპოლისა" და "გალათასარაის" ღირსებას იცავდა.

altL'Équipe: "ლიონმა" კვარაცხელიას გამო პსჟ-ს უჩივლა და მატჩის შედეგის გაუქმება მოითხოვა

altხვიჩას მოპოვებული პენალტი - პსჟ-მა "სტად ბრიოშინი" გაანადგურა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 3 /
Ra aichemet kvara napoli araa ukve wamovida iqidan. Shveicariis chempionats aradevnebt tvalyurs sigua shemovida da gaitana is daweret napolikiara
Achi
15:27 27-02-2025
2
მიქაუტაძის 100 გოლი
https://x.com/MikautadzeG/status/1895045538505961818
უფროსი გენერალური მდივანი
16:36 27-02-2025
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული