ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ემზადება თუ არა "კვარა" საჩემპიონო მატჩისთვის?

AutoSharing Option
პსჟ-ს გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ „დიუნკერკთან“ მოგებული თასის ნახევარფინალი (4:2) ჯანმრთელობის მცირე პრობლემის გამო გამოტოვა და რა თქმა უნდა, გულშემატკივარს მისი მდგომარეობა აინტერესებს.

კვარაცხელია გუშინ დილით ავად გახდა, კლუბმა თავი დაიზღვია, მატჩის განაცხადიდან გამოიყვანა და პარიზში დააბრუნა. Geo Team-ის ცნობით, მას ინტოქსიკაციის სიმპტომები ჰქონდა. დღეს „კვარა“ ჯერ სატრენაჟორო დარბაზში დაიტვირთა, შემდეგ კი გუნდთან ერთად შეუზღუდავად ივარჯიშა. კლუბმა ამის დამადასტურებელი სურათებიც გამოაქვეყნა.

ერთი სიტყვით, ხვიჩა დიდი ალბათობით 5 აპრილს „ანჟესთან“ საშინაო მატჩში მონაწილეობას მიიღებს. შეგახსენებთ, ჩემპიონობის ოფიციალურად გასაფორმებლად „პარი სენ ჟერმენს“ ფრეც
ჰყოფნის.

altრატომ გამოტოვა კვარაცხელიამ "დიუნკერკთან" მატჩი - Geo Team-ი განმარტავს

ასევე დაგაინტერესებთ