Four Four Two-მ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელთა ასეული გამოაქვეყნა

AutoSharing Option
ბრიტანულმა ჟურნალმა Four Four Two-მ დაასრულა ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელთა ასეულის საკუთარი ვერსიის გამოქვეყნება.

ჟურნალის ექსპერტებმა მსოფლიოს ნომერ პირველ ფეხბურთელად დიეგო არმანდო მარადონა დაასახელეს - "თუკი თქვენ გინახავთ მარადონა ბურთით, თქვენ მიხვდებით, რატომ არის ის ნომერ პირველი", - ვკითხულობთ რეცენზიაში.

ვფიქრობთ, საინტერესო იქნება მკითხველისთვის, თუ რომელი ფეხბურთელები შევიდნენ საუკეთესო ასეულში, უფრო კარგად კი გავეცნოთ ტოპ-ათეულის მოთამაშეებს.

1. დიეგო მარადონა (არგენტინა)
საოცარი ტალანტი და ბრძოლისუნარიანობა - ეს ის თვისებებია, რომლებმაც არგენტინელი გახადეს ყველაზე დიდი, როგორც "ნაპოლიში" თამაშისას, ასევე არგენტინის ნაკრებში.

პელემ
გაიტანა მეტი გოლი, მესიმ მოიგო მეტი ტიტული და ორივე გაცილებით უფრო სტაბილური ცხოვრებით ცხოვრობდა, ვიდრე დიეგო, რომლის ურთიერთობა ფეხბურთთან ყოველწლიურად რთულდებოდა, მაგრამ თუკი თქვენ გინახავთ მარადონა ბურთით, თქვენ მიხვდებით, რატომ არის ის ნომერ პირველი.

მესიმ ერთხელ თქვა, რომ მილიონი წელი რომ ითამაშოს, მარადონას დონემდე ვერ მივა. რაღა უნდა ვთქვათ, თუკი ლეოსთვისაც კი დიეგო მიუწვდომელია...

2. ლიონელ მესი (არგენტინა)
როგორ უნდა ავსახოთ მესის სიდიადე? მან ხომ ხუთი "ოქროს ბურთი" მოიგო, ხოლო საკლუბო დონეზე სამ ათეულზე მეტი ტიტული, მაგრამ ეს ფაქტები არასაკმარისია.

შემდეგი თაობები ვერ გაიგებენ, რას არ მოესწრნენ, სანამ მესის გოლების ვიდეოებს ნახავენ. 30 წლის ასაკისთვის ის უკვე დაბალანსებული პლეიმეიქერია, ასევე, დრიბლიორი და სნაიპერი. ჩვენ კი დაგვრჩენია, დავუჯეროთ პეპს, კი არ ვწეროთ მესიზე, ვუყუროთ მას.

Sportall.Ge

3. პელე (ბრაზილია)
პელე ფეხბურთის ნამდვილი რეკლამაა, ის მეფეა. 1958 წლის ჩემპიონატზე 17 წლის ფორვარდმა 6 გოლი გაიტანა, აქედან ორი ფინალში, რომელშიც, რა თქმა უნდა, ყველაზე ახალგაზრდა იყო.

60-70-იან წლებში ის თავის "სანტოსთან" ერთად მთელ მსოფლიოს ართობდა. ნიგერიაში ერთხელ 2 დღით შეწყვიტეს სამოქალაქო ომი, რადგან ორივე მხარეს სურდა პელეს თამაშის ნახვა.

Sportall.Ge

4. იოჰან კრუიფი (ჰოლანდია)
კრუიფის გენია ჯერ კიდევ მოქმედებს ფეხბურთზე. მან ორ ათეულზე მეტი ტიტული მოიგო, მათ შორის, სამჯერ ჩემპიონთა თასი "აიაქსის" შემადგენლობაში.

არავის ჰქონდა ასე კარგად განვითარებული ერთდროულად სისწრაფე, მოედნის ხედვა და გოლის ალღო. როგორც მწვრთნელმა კი, მან ნამდვილი რევოლუცია მოაწყო ფეხბურთში.

Sportall.Ge

5. კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია)
უდიდესი ევროპელი გოლეადორი, რომლის ტალანტსაც ნათლად ადასტურებს 4 "ოქროს ბურთი", რომელსაც მალე მეხუთეც უნდა დაემატოს. ალექს ფერგიუსონმა ერთხელ აღიარა, ასეთ ნიჭიერ ფეხბურთელთან საქმე მას არასდროს ჰქონია.

მის ნიჭს ემატება კიდევ უფრო დიდი იარაღი რონალდოს ხელში, მისი მენტალიტეტი - "რეალის" ვარსკვლავი იდეალური ათლეტია.

Sportall.Ge

6. ალფრედო დი სტეფანო (ესპანეთი)
ორი ათწლეულის განმავლობაში ალფრედო დი სტეფანო იყო წარმატებული სამ სხვადასხვა ქვეყანასა და კლუბში. ის გაიზარდა ბუენოს აირესის მუშათა კვარტალ ბარაკასში და თამაშობდა "რივერ პლეიტში". შემდეგ იყო კოლუმბია და "მილიონარიოსი" და ბოლოს, რა თქმა უნდა, ესპანეთი და "სამეფო კლუბი", რომლის ლეგენდაც გახდა ეს ბრწყინვალე ფეხბურთელი.

7. ფრანც ბეკენბაუერი (გერმანია)
საუკეთესო მცველი, რომელმაც კლუბსა და ნაკრებში ყველაფერი მოიგო. ელეგანტური ფეხბურთელი. კაიზერ ფრანცმა პირველმა დაიწყო ექსპერიმენტები ლიბეროს პოზიციაზე თამაშით და გახდა ამ მხრივ ყველაზე ცნობილი მოთამაშე.

8. ზინედინ ზიდანი (საფრანგეთი)
ზოგიერთი ფეხბურთელი ძალიან ეფექტურია, ზოგი - ელეგანტური. ერთად ეს ორი თვისება საუკეთესოდ ჰქონდა განვითარებული წარუშლელ ფრანგ ფეხბურთელს. ის ნამდვილი კერპი იყო და არის ბევრისთვის.

9. ფერენც პუშკაში (უნგრეთი)
დიდი უნგრელი თავისი საოცარი ცაციით, რომელიც ხან ქვემეხი იყო, ხან კი ჯადოსნური ჯოხი, ბატონობდა საფეხბურთო მოედნებზე. მას კარიერაში იმაზე მეტი გოლი აქვს გატანილი, ვიდრე თამაში ნათამაშები. უნგრეთის ნაკრებში 85 თამაშში მან 87 გოლი გაიტანა.

10. რონალდო (ბრაზილია)
ფენომენს, როგორც მას უწოდებდნენ, ჰქონდა ყველაფერი, რაც საჭიროა ჰქონდეს იდეალურ ფორვარდს. მხოლოდ ხშირმა ტრავმება შეძლეს ბრაზილიელის შეჩერება.

ჟურნალ FourFourTwo-ის ტოპ-ასეული
1. დიეგო მარადონა (არგენტინა)
2. ლონელ მესი (არგენტინა)
3. პელე (ბრაზილია)
4. იოჰან კრუიფი (ჰოლანდია)
5. კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია)
6. ალფრედო დი სტეფანო (არგენტინა)
7. ფრანც ბეკენბაუერი (გერმანია)
8. ზინედინ ზიდანი (საფრანგეთი)
9. ფერენც პუშკაში (უნგრეთი)
10. რონალდო (ბრაზილია)

11. გარინჩა (ბრაზილია)
12. მიშელ პლატინი (საფრანგეთი)
13. მარკო ვან ბასტენი (ჰოლანდია)
14. ჯორჯ ბესტი (ჩრ. ირლანდია)
15. ფრანკო ბარეზი (იტალია)
16. ზიკო (ბრაზილია)
17. გერდ მიულერი (გერმანია)
18. ჯუზეპე მეაცა (იტალია)
19. ბობი ჩარლტონი (ინგლისი)
20. პაოლო მალდინი (იტალია)

21. რომარიო (ბრაზილია)
22. ლევ იაშინი (სსრკ)
23. ეუსებიო (პორტუგალია)
24. რონალდინიო (ბრაზილია)
25. კარლოს ალბერტო (ბრაზილია)
26. ვალენტინო მაცოლა (იტალია)
27. ბობი მური (ინგლისი)
28. სოკრატესი (ბრაზილია)
29. რაიმონ კოპა (საფრანგეთი)
30. ლოთარ მათეუსი (გერმანია)

31. ხოსე მანუელ მორენო (არგენტინა)
32. პაოლო როსი (იტალია)
33. გიუნტერ ნეტცერი (გერმანია)
34. სტენლი მეტიუზი (ინგლისი)
35. ლუის სუარესი (ესპანეთი)
36. პაკო ხენტო (ესპანეთი)
37. რუუდ გულიტი (ჰოლანდია)
38. ჯანი რივერა (იტალია)
39. ნანდორ ჰიდეგკუტი (უნგრეთი)
40. კენი დალგლიში (შოტლანდია)

41. ჯანლუიჯი ბუფონი (იტალია)
42. მატიას ზინდელარი (ავსტრია)
43. ფრიტც ვალტერი (გერმანია)
44. დიდი (ბრაზილია)
45. ოლეგ ბლოხინი (სსრკ)
46. ხუან ალბერტო სკიაფინო (ურუგვაი)
47. რიველინო (ბრაზილია)
48. მიხაელ ლაუდრუპი (დანია)
49. ნილტონ სანტოსი (ბრაზილია)
50. ჩავი ერნანდესი (ესპანეთი)

51. ჟაირზინიო (ბრაზილია)
52. რობერტო ბაჯო (იტალია)
53. გაეტანო შირეა (იტალია)
54. გუნარ ნორდალი (შვედეთი)
55. დინო ძოფი (იტალია)
56. დანიელ პასარელა (არგენტინა)
57. კარლ-ჰაინც რუმენიგე (გერმანია)
58. ადოლფო პედერნერა (არგენტინა)
59. ანდრეს ინიესტა (ესპანეთი)
60. კევინ კიგანი (ინგლისი)

61. პეტერ შმეიხელი (დანია)
62. დიქსი დინი (ინგლისი)
63. გორდონ ბენქსი (ინგლისი)
64. იოჰან ნეესკენსი (ჰოლანდია)
65. ჯიმი ჯონსტონი (შოტლანდია)
66. ტეოფილო კუბილასი (პერუ)
67. ფლორიან ალბერტი (უნგრეთი)
68. სანდრო მაცოლა (იტალია)
69. დენის ბერგკამპი (ჰოლანდია)

70. პაულ ბრაიტნერი (გერმანია)
71. ჯონ ჩარლზი (უელსი)
72. ხოსე ანდრადე (ურუგვაი)
73. ომარ სივორი (არგენტინა)
74. იოზეფ მასოპუსტი (ჩეხოსლოვაკია)
75. კაფუ (ბრაზილია)
76. დენის ლოუ (შოტლანდია)
77. ფრანკ რაიკაარდი (ჰოლანდია)
78. ჟუსტ ფონტენი (საფრანგეთი)
79. ლუიჯი რივა (იტალია)

80. ტიერი ანრი (საფრანგეთი)
81. დრაგან ჯაიჩი (იუგოსლავია)
82. უგო სანჩესი (მექსიკა)
83. რაიან გიგზი (უელსი)
84. ჯაჩინტო ფაკეტი (იტალია)
85. უვე ზეელერი (გერმანია)
86. გაბრიელ ბატისტუტა (არგენტინა)
87. ხავიერ ძანეტი (არგენტინა)
88. ალან სიმონსენი (დანია)
89. ხრისტო სტოიჩკოვი (ბულგარეთი)

90. რობერტო კარლოსი (ბრაზილია)
91. ზეპ მაიერი (გერმანია)
92. შანდორ კოჩიში (უნგრეთი)
93. ფილიპ ლამი (გერმანია)
94. ზლატან იბრაჰიმოვიჩი (შვედეთი)
95. ჯალმა სანტოსი (ბრაზილია)
96. ობდულიო ვარელა (ურუგვაი)
97. ნეიმარი (ბრაზილია)
98. მარიო კემპესი (არგენტინა)
99. მარიო კოლუნა (პორტუგალია)
100. გეორგე ჰაჯი (რუმინეთი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 65 /
Фехбуртели ромелиц шемтеви хазис мотамашеа да ерт мсофлио чемпионатзе арасасаргебло ану уваргиси мотамашис призс миигебс холо меоре чемпионатис финалши 90 цутис плус 4 цутис гпнмавлобаши карши буртс ар ан вер даарткавс рогор акенебт меоре адгилзе чемтвис гаугебариа.кемпесма 78 ши титкмис мартом моиго чемпионоба 98 е? пелезе рогор шеидзлеба лапараки да висмезе шедареба? 1965 цлис 31 ивлисс московши сабчота накребма бразилиас умаспиндзла ромлис 10 номери сиома баркая ико ес миси меоре тамаши ико финелебис мере рлмелтац ори голи гаутана.хода ам тамашис мере баркаиам фехбуртис тамашс практикулад тави даанеба пелес мере рогор витамашоо.схваташорис ес ис баркаиаа висзец нодар ахалкацс утквамс:баркаиа 100 цлис шемдег ро фехбуртс итамашебен им фехбуртс тамашобсо. Нилтон сантосма ки пелезе цин гаринча даакена.паоло росим марто моуго бразилиис накребс.руменигем 1 ит 3 зе цасагеб матчши 39 градусит шемовида да 4 ит 3 титкмис марто моиго.усасрклод шеидзлеба магалитебис моквана да шедареба амитом албат мети сифртхилеа сачиро шефасебебши.
Гоча
17:39 30-11-2017
0
ბობი ჩარლტონისადმი დიდი პატივისცემის მიუხესავად ინიესტაზე წინ?
დათუნა
01:10 30-11-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული