აუდის თასი: "ატლეტიკოს" ტრიუმფი, "ბაიერნის" ფიასკო [VIDEO]

AutoSharing Option
მიუნხენში დასრულდა ოთხთა ტურნირი "აუდის თასი", რომელშიც "ბაიერნი", "ლივერპული", "ატლეტიკო" და "ნაპოლი" მონაწილეობდნენ.

ფინალში ერთმანეთს ესპანური და ინგლისური კლუბები - "ატლეტიკო" და "ლივერპული" შეხვდნენ. ანგარიში 33-ე წუთზე 19 წლის ალბანელმა კეიდი ბარემ გახსნა, რომელიც "ატლეტიკოს" აღზრდილია, თუმცა 83-ე წუთზე "ლივერპული" მარცხისგან რობერტო ფირმინომ იხსნა, ბრაზილიელმა პენალტი შეასრულა - 1:1.

პენალტების სერიაში დიეგო სიმეონეს შეგირდებმა აჯობეს იურგენ კლოპის ბიჭებს და 5:4 იმარჯვეს.

ერთადერთი პენალტი ჯორდან ჰენდერსონმა გააცუდა. სამაგიეროდ, ანტუან გრიზმანმა, ფერნანდო ტორესმა, გაბიმ, ნიკოლას გაიტანმა
და ფილიპე ლუიშმა უნაკლოდ შეასრულეს თერთმეტმეტრიანები და "აუდის თასის" გამარჯვებულები გახდნენ.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

III ადგილისთვის მატჩში "ნაპოლიმ" 2:0 მოუგო "ბაიერნს", რომელსაც ამ ზაფხულს ვისაც არ ეზარება, ყველა უგებს.

პირველ ტაიმში გოლი კალიდუ კულიბალიმ გაიტანა, მეორეში კი თავი ემანუელე ჯაკერინიმ გამოიჩინა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

კარლო ანჩელოტის გუნდმა ტრავმებითაც იზარალა, "ლივერპულთან" ნახევარფინალში დაშავდნენ ტიაგო ალკანტარა, დავიდ ალაბა და ხამეს როდრიგესი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული