Independent-ის ჟურნალისტის, ედ მეილონის თქმით, კითხვაზე, საბოლოოდ დაანება თუ არა ფეხბურთს თავი, რონალდინიომ უპასუხა: "თუ არსებობს გუნდი, რომელიც ვარჯიშის ვალდებულების გარეშე ამიყვანს, თამაშს არ გამოვრიცხავ".
რონალდინიო, რომელიც "გრემიოში", "პარი სენ-ჟერმენში", "ბარსელონაში", "მილანში", "ფლამენგოში", "ატლეტიკო მინეიროში", "კერეტაროსა" და "ფლუმინენსეში" თამაშის დროს ამხიარულებდა გულშემატკივრებს, 2015 წლის 26 სექტემბრის შემდეგ უთამაშებელია.
37 წლის ლეგენდას კარიერის განმავლობაში 13 გუნდური და უამრავი ინდივიდუალური ჯილდო, მათ შორის, "ოქროს ბურთი" აქვს მოგებული.