U19. "საბურთალო" პირველ ტაიმში დამარცხდა

AutoSharing Option
დღეს, 18 ოქტომბერს, "საბურთალოს" 19-წლამდელები "ბურსასფორის" 19-წლამდელებს ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის განმეორებით შეხვედრაში უპირისპირდებიან.

მატჩი "დავით პეტრიაშვილი არენაზე" იმართება და პირველი ტაიმის შემდეგ "ბურსასფორი" 1:0 იგებს.

შეხვედრა თბილისელებმა ძალიან ცუდად დაიწყეს, პირველივე წუთზე კარტალ ილმაზმა "ბურსასფორი" 1:0 დააწინაურა. სტუმრებს მატჩის მე-7 წუთზე შეეძლოთ ანგარიშის გაზრდა, მაგრამ საბურთალოელთა მეკარემ იუხეშა, ყვითელი ბარათი მიიღო და პენალტი დაინიშნა. გოკალფ კაიას დარტყმული, კი ნასყიდაშვილმა მოიგერია.

თბილისელებს პირველი რეალური მომენტი 33-ე წუთზე ჰქონდა, კოხრეიძის დარტყმული ჯარიმა, დადაკდენიზმა ძლივს მოიგერია. დარჩენილ დროში სხვა მომენტი, არცერთ გუნდს არ
შექმნია.

შეგახსენებთ პირველ მატჩში თურქეთში ცოტნე კაპანაძის გოლით "საბურთალომ" 1:0 გაიმარჯვა.

საბურთალო მოედანზე შემდეგი შემადგენლობით გამოვიდა: ნასყიდაშვილი, მალი, ფურცელაძე, ჯინჯოლავა, გულიაშვილი, კოხრეიძე, ივანიაძე, ლაკვეხელიანი, ხუბაშვილი, ჩოთალაშვილი, კაპანაძე


მკითხველის კომენტარები / 6 /
როგორ შეიძლება ასეთი თამაში არცერთმა არხმა არ აჩვენოს? აქამდე ერთი ვიდეოც არ დევს აეცერთ საიტზე
iago
23:38 18-10-2017
0
მინდოდა თამაშზე მისვლა, პარკინგი ვერ ვიპოვე ვერსად და წამოვედი სამწუხაროდ. იმედია შემდეგ თამაშს ლოკომოტივზე ჩაატარებთ.
0

სიახლეები პოპულარული