რევაზ გოცირიძე: ჩვენი ფეხბურთელები დღეს გმირები არიან

AutoSharing Option
უეფას ახალგაზრდულ ლიგაზე "საბურთალო" "ბურსასფორს" დაუპირისპირდა და ფრედ 1:1 დასრულდა.  თურქეთში მოგებული თამაშის შედეგად "საბურთალო" შემდეგ ეტაპზე გავიდა.

"საბურთალოს" 19-წლამდელთა მწვრთნელმა, რევაზ გოცირიძემ მატჩზე ისაუბრა:

"გილოცავთ ყველას ამ წარმატებას. მე ვფიქრობ ეს გამარჯვება, საქართველოს გამარჯვებაცაა. ბიჭებს მინდა მადლობა გადავუხადო და დღეს ისინი გმირები არიან.

ხვალიდან დავიწყებთ მომავალ მეტოქეზე ინფორმაციის მოძიებას და შევეცდებით მომზადებული შევხვდეთ შემდეგ დაპირისპირებას.

მე ვფიქრობ, უკეთესად ვითამაშეთ თურქეთში. დღეს პირველივე წუთებში დასანანი გოლი გაგვიტანეს, მაგრამ რაც მთავარია ბიჭებმა შეძლეს თამაშის შემოტრიალება.