მალთაყვაში, ტყეში ახალგაზრდა ქართველი მსაჯი გარდაცვლილი იპოვეს

AutoSharing Option
მალთაყვაში, ზღვის პირას მდებარე ნაძვნარში, ფეხბურთის მსაჯი ილო ტუღუში გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, 34 წლის მამაკაცმა თავი ჩამოიხრჩო.

ტუღუში ბოლოს ერთ-ერთ სასტუმროში შეამჩნიეს. აღსანიშავია რომ გარდაცვლილი ლანჩხუთის რაიონში, სოფელ ჩოჩხათში ცხოვრობდა, საიდანაც მალთაყვა 2 კილომეტრითაა დაშორებული. გარდაცვლილის ცხედარი, ქუთაისის პროზექტურაშია გადასვენებული.

როგორც Ambebi.ge-ს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ილო ტუღუში როგორც რეგიონული ისე ეროვნულ ლიგის მატჩებზე მსაჯობდა.

AMBEBI.GE

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
ღმერთმა გაანათლოს მისი სული:(((
ქართველი888
21:25 06-12-2017
1

სიახლეები პოპულარული