სპორტიდან პოლიტიკაში - ქართველი სპორტსმენები, რომლებიც პოლიტიკაში წავიდნენ [PHOTO]

AutoSharing Option
სპორტიდან პოლიტიკაში ბევრი ცნობილი ადამიანი წასულა და გამონაკლისი ამ შემთხვევაში არც საქართველოა.

ამ სტატიაში შევეცდებით ის ადამიანები გაგახსენოთ, რომლებიც საქართველოში სპორტიდან პოლიტიკაში წავიდნენ.

აქვე გეტყვით, რომ შესაძლოა ჩამონათვალი სრული არ იყოს.

კახა კალაძე - თბილისის მერი

როდესაც საუბარს სპორტიდან პოლიტიკაში წასულებზე ვიწყებთ, ერთ-ერთი პირველი ვინც გვახსენდება, ეს ალბათ დღევანდელი თბილისის მერი კახა კალაძეა.

ყოფილ ფეხბურთელს, რომელსაც "მილანში" დღესაც იხსენებენ, ბრწყინვალე საფეხბურთ კარიერა ჰქონდა.

2012 წელს კი, როდესაც იგი "ჯენოაში" ასპარეზობდა, გადაწყვიტა პოლიტიკაში წასულიყო და კოალიცია "ქართულ ოცნებაში" გაწევრიანებულიყო.

კალაძე, საქართველოს
ენერგეტიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერიც იყო, დღეს კი თბილისის მერის თანამდეობას იკავებს.

"ნიჰილისტური სიტუაცია იყო, როცა ფეხბურთს მოვრჩი და პოლიტიკაში შემოვედი. მაშინ არამხოლოდ ჩემს მიმართ, არამედ ქვეყანაში იყო მსგავსი განწყობა.

ყველას ეგონა, რომ ხელისუფლების ცვლილება არჩევნების გზით შეუძლებელი იყო. 2007 წლიდან, როდესაც სერიოზული პრობლემები წამოვიდა, დაგროვდა დაგროვდა და ბოლოს მივიღე გადაწყვეტილება წავსულიყავი პოლიტიკაში, თუმცა ეს იოლი არ იყო.

ფაქტობრივად, ყველაფერი მივატოვე. წამოვედი და დავდექი იქ სადაც ჩემს ქვეყანას ვჭირდებოდი და დღესაც ვრწუმნდები, რომ ეს იყო სწორი გადაწყვეტილება",- განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში კალაძემ.

ლევან კობიაშვილი - საქართველოს პარლამენტის წევრი

საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მხრიდან საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრია.

იგი ასევე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტიცაა.

მან საფეხბურთო კარიერა თბილისის "დინამოში" დაიწყო, ძირითად წარმატებას კი "შალკეში" ასპარეზობის პერიოდში მიაღწია.

Sportall.Ge

გიორგი ასანიძე - ყოფილი პარლამენტარი


გიორგი ასანიძე "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო.

ასანიძე გლდანის მაჟორიტარი დეპუტატიც გახლდათ.

მას ოლიმპიური ოქრო აქვს მოპოვებული.

თუმცა, ასანიძე პოლიტიკაში დიდი ხანია არ დარჩენილა.

დღეს იგი საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მთავარი მწვრთნელია.

Sportall.Ge

ზურაბ ზვიადაური - საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი


ზვიადაური საქართველოს პარლამენტის მე-8 მოწვევის წევრი 2012-16 წლებში იყო.

იგი 2004 წლის ათენის ოლიმპიური თამაშების ოქროსმედალოსანია.

როგორც ბოლოს იყო ცნობილი, იგი საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში მუშაობდა.

Sportall.Ge

ირაკლი აბუსერიძე - საქართველოს პარლამენტის წევრი

ყოფილი მორაგბე, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მხრიდან საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრია.

აბუსერიძე საქართველის მორაგბეთა ნაკრების ღირსებას, 2000-13 წლებში იცავდა.

იგი ასევე რაგბის კავშირის სპორტული დირექტორი  და თბილისის საკრებულოს წევრი იყო.

Sportall.Ge

ზაზა კედელაშვილი - საქართველოს პარლამენტის წევრი

ყოფილი მოჭიდავე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან საქართველოს მე–9 მოწვევის პარლამენტის წევრია.

იგი ძიუდოში სამგზის ევროპის ჩემპიონია.

Sportall.Ge

მიხეილ ყაველაშვილი - პარლამენტის წევრი

ყოფილი ფეხბურთელი, ფრაქცია "ქართული ოცნებიდან" მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრია.

კარიერის განმავლობაში კი ბევრ გუნდში უთამაშია.

ყაველაშვილმა 2007 წელს ორგანიზაცია "ჩვენი ფეხბურთი" დააფუძნა.

Sportall.Ge

შოთა ხაბარელი - პარლამენტის წევრი

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ყოფილი მწვრთნელიც საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრია.

იგი ფრაქია "ქართული ოცნების" წევრია.

ხაბარელი ევროპის საუკეთესო მწვრთნელი ოთხჯერ გახდა.

იგი ასევე ღირსების ორდენის მფლობელი და საქართველოს დამსახურებული მწვრთნელია.

Sportall.Ge

ლერი ხაბელოვი - საქართველოს პარლამენტი წევრი

თავისუფალი სტილით ყოფილი მოჭიდავე საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრია.

ხაბელოვი, 2012 წლიდან ასევე საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტიცაა.

ხაბელოვი, სპორტული კარიერის განმავლობაში ყოფილა როგორც მსოფლიო, ისე ევროპის ჩემპიონი.

1988 წელს სეულის ოლიმპიადაზე მან ვერცხლის მედალი აიღო.

Sportall.Ge




მკითხველის კომენტარები / 7 /
კობი ყველაზე კარგი რიპია ამათგან - ყაველაშვილი თუ ასეთი ამაზრზე აღმოჩნდებოდა, არ მეგონა
ნინო
02:47 19-10-2020
1
მეგობრებო თქვენც გეთამაშათ ფეხბურთი და გაგეტანათ 2 ბურთი თქვენს კარში იტალიის სასარგებლოთ.თქვენც ხომ მოხვდებოდით მთავრობაში ან პარლამენტში
ბაბუ
08:04 08-01-2018
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული