უჩა ლობჟანიძე "სამტრედიას" ღირსებას დაიცავს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 30 წლის მცველმა უჩა ლობჟანიძემ ყაზახეთის "ატირაუ" დატოვა და "სამტრედიასთან" ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

"სამტრედიას" საიტი იტყობინება, რომ უჩა გუნდს ხვალ თურქულ შეკრებაზე შეუერთდება.

ლობჟანიძე ადრე თბილისის "დინამოში", ბათუმის "დინამოში", "ზესტაფონში", "დნიპროში", "კრივბასსა" და "ომონიაში" თამაშობდა.

მას ეროვნულ გუნდში 48 მატჩი აქვს ჩატარებული.
მკითხველის კომენტარები / 2 /
54 მატჩი აქვს ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული
Lagashi
15 თებერვალი 2018 09:14
0
აი უკვე რაცხას წააგავს, ფორმაში თუა უჩაიე :) მარა სადაა ი უცხოელი მოვაო კიდო 2 ცალი ლეგიონერიო,რეიზა არ მეიყვანენ?კიდე დეიმატეთ ვინცხა თვარა მოგიწევენ მაი ვეილისა და ფატიჩის გაგდება მალე გუნბდიდან,კოჭებში ეტყობიენ მაგნებს რეებიც არიენ. :) :)
ანტიფეხბურთი
15 თებერვალი 2018 14:11
2

სიახლეები პოპულარული